საგრანტო კონკურსი ურბანული განვითარების საკითხებზე

საგრანტო კონკურსი ურბანული განვითარების საკითხებზე

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტი (ACCESS) აცხადებს საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ანგარიშვალდებულების საგრანტო კონკურსს (PPAG). საგრანტო კონკურსის მიზანია ურბანული საკითხების გადაწყვეტა და ამ სფეროში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა. 

კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება კვლევები, არსებული პოლიტიკისა და პრაქტიკის ანალიზი, მონიტორინგი,  საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ხალხის მობილიზაცია რეფორმების მხარდასაჭერად და ა.შ. საპროექტო თემები უნდა ეხებოდეს შემდეგ საკითხებს: საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საგზაო მოძრაობა, პარკირება, ჰაერის დაბინძურება, გამწვანება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მშენებლობები და სხვ.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე კოალიციებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, აქტივისტებს, ჟურნალისტებს და კვლევით ორგანიზაციებს შორის. სულ დაფინანსდება 3 პროექტი, თითოეული მაქსიმუმ 40,000 დოლარის ღირებულების.

საგრანტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 7 აპრილი, 2018. 

დეტალური ინფორმაცია კონკურსის მოთხოვნების შესახებ, ასევე სააპლიკაციო ფორმა ქართულ ენეაზე იხილეთ ქვემოთ.

EWMI ACCESS_PPAG RfA_Year 4_Geo 

ACCESS PPAG Application Form_GEO_Year 4

PPAG RfA_Attachment B – Budget Template

Write a Comment

<