მიმდინარე გრანტები
ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსი
- სამოქალაქო ინიციატივა – ხანდაზმულთა ინტეგრაციისა და სოციალიზაციის მიზნით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულებზე ორიენტირებულ საპილოტე პროგრამის დაწყება. სამომავლოდ ამ პროგრამის მუნიციპალურ დონეზე დანერგვა. პროექტის ხანგრძლივობა: 15 აპრილი – 15 ნოემბერი, 2023. პროექტის ბიუჯეტი: $ 24,995.
- მარინა მესხი (სამოქალაქო აქტივისტი) – ვაშლიჯვრის უბანში (თბილისი) სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მოქალაქეთა მობილიზაციისა და კრეატიული საინფორმაციო კამპანიის გზით. პროექტის ხანგრძლივობა: 15 მარტი, 2023 – 15 მარტი, 2024. პროექტის ბიუჯეტი: $ 25,000.
- განათლების დამოუკიდებელ კონსულტანტთა კოლეგია– აუტიზმის მქონე ახალგაზრდებისათვის პროფესიული სარეაბილიტაციო სერვისების მოდელის შექმნა და დანერგვა. პროექტის ხანგრძლივობა: 15 თებერვალი – 15 დეკემბერი, 2023. პროექტის ბიუჯეტი: $ 25,000
- ადამიანის უფლებებისა და სოციალური სამართლიანობის კვლევის ცენტრი – ფოთში ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად საინფორმაციო და ადვოკატირების კამპანია. პროექტის ხანგრძლივობა: 15 თებერვალი – 15 დეკემბერი, 2023. პროექტის ბიუჯეტი: $ 24,978
- მშობლები განათლებისთვის – საქართველოს 6 რეგიონში სკოლის მოსწავლეების მშობლების ქსელის შექმნა და გაძლიერება, რაც საშუალებას მისცემს მშობლებს, მონაწილეობა მიიღონ მათი შვილების სკოლების მმართველობის პროცესში. პროექტის ხანგრძლივობა – 15 თებერვალი, 2023 – 15 იანვარი, 2024. პროექტის ბიუჯეტი: $ 25,000.
- ახალი აზროვნების ინსტიტუტი – ქვემო ქართლში ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდების ჩართვა სამოქალაქო პროცესებში მათი მობილიზაციის, ახალი ცოდნისა და უნარების გადაცემის და მხარდაჭერის გზით. პროექტის ხანგრძლივობა: 15 თებერვალი – 15 დეკემბერი, 2023. პროექტის ბიუჯეტი: $ 23,670.
- ლომეკი – ადვოკატირების კამპანია თრუსოს ხეობის ისტორიული მემკვიდრეობისა და ლანდშაფტის დაცვის მიზნით. პროექტის ხანგრძლივობა: 15 თებერვალი, 2023 – 15 თებერვალი, 2024. პროექტის ბიუჯეტი: $ 24,998,
- ცვლილებების სცენა – კულტურის სფეროში მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა – ამ მარივ საუკეთესო გამოცდილების შესწავლა, სფეროს წარმომადგენლებთან მუშაობა ამ მიდგომების დასანერგად და სფეროში არსებული სხვა საჭიროებების გამოსავლენად. პროექტის ხანგრძლივობა: 15 თებერვალი – 15 დეკემბერი, 2023. პროექტის ბიუჯეტი: $ 24,978.
- მშვიდობისა და განვითრების ინიციატივა – საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილებისთვის საჭირო ინფორმაციის და შესაბამისი ინსტრუქციების მიწოდება ვებგვერდის dopomoga.ge და Facebook-ის გვერდის მეშვეობით; საქველმოქმედო ღონისძიებების კოორდინირება, საქართველოში მყოფი უკრაინელი მეწარმეების დახმარება მათი პროდუქციის/სერვისების პოპულარიზაციაში; ფართო საზოგადოების ინფორმირება უკრაინელების საჭიროებების შესახებ. პროექტის ხანგრძლივობა: 15 თებერვალი – 15 აგვისტო, 2023. პროექტის ბიუჯეტი: $ 24,970.
- საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურა“ – ჭიათურაში ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერება და მათი ინტერესების დაცვა გარემოსდაცვითი და სხვა პრობლემების გადასაჭრელად. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერება, ჭიათურის ეკოკლუბის გააქტიურება, მრავალფეროვანი საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალის შექმნა, მანგანუმის მოპოვების ადგილებში გარემოსდაცვითი მონიტორინგი, საწარმოო ზონებში ჟურნალისტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის საინფორმაციო ტურების ორგანიზება, და სხვა აქტივობები. პროექტის ხანგრძლივობა: 1 აგვისტო, 2022 – 31 მარტი, 2023. პროექტის ბიუჯეტი – $ 24,720.
- ეკო-ცენტრი („გავიგუდეთ“) – საინფორმაციო და ადვოკატირების კამპანია რუსთავში ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად. გარემოსდაცვითი აქტივიზმის გაძლიერება: საწარმოო ზონის უწყვეტი მონიტორინგს და შესაბამისი ფოტო/ვიდეომასალის გამოქვეყნება, მოხალისეების დახმარებით გარემოსდაცვითი ღონისძიებების გამართვა, საკანონმდებლო პროცესებში და რუსთავის საწარმოების გზშ/სკოპინგის ანგარიშების საჯარო განხილვებში ჩართულობა და ა.შ. პროექტის ხანგრძლივობა: 1 აგვისტო, 2022 – 31 ივლისი, 2023. პროექტის ბიუჯეტი: 24,992 $.
- გილდია – კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანების შრომითი უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათთვის ინფორმაციის მიწოდება და უფასო იურიდიული დახმარების შეთავაზება; გილდიის საქმიანობის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ჩატარება, ახალი წევრების მობილიზება და თვითორგანიზება უფლებების დასაცავად. პროექტის ხანგრძლივობა: 1 აგვისტო, 2022 – 31 მაისი, 2023. პროექტის ბიუჯეტი – $21,804.
- წინ ახალი შესაძლებლობებისთვის – სამცხე-ჯავახეთის სოფლებში მცხოვრები ქალების გაძლიერება საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების გზით. ქართული ენისა და კომპიუტერის უნარ-ჩვევების კურსების გარდა, ქალები დაესწრებიან ტრენინგებს მედიაწიგნიერებაზე, სამოქალაქო ჩართულობაზე და ადვოკატირებაზე. ამის შემდეგ კი თავად წამოიწყებენ კამპანიებს მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად. პროექტის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი, 2022 – 30 ივნისი, 2023. პროექტის ბიუჯეტი – $ 20,164.
- ახალგაზრდული ინიციატივა ცვლილებებისთვის – ადვოკატირების კამპანია ბოლნისის კონოთეატრის გაცოცხლების და მულტიფუნქციურ სივრცედ გარდაქმნის მოთხოვნით. ამ მიზნით, ბოლნისში ჩატარდება ფილმების ჩვენებები და დისკუსიები და ვორკშოპები სხვადასხვა მნიშვნელოვან სოციალურ საკითხზე, განხორციელდება კონოთეატრის რეაბილიტაციის მონიტორინგი, დაიწყება მოქალაქეებისაგან თანხების მობილიზება კინოთეატრის რეაბილიტაციისა და მის მულტიფუნქციურ სივრცედ გარდაქმნისათვის. პროექტის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი, 2022 – 30 აგვისტო, 2023. პროექტის ბიუჯეტი – $ 22,372.
- დმანისის საინიციატივო ჯგუფი/შეხვედრის ადგილი – დმანისში ალტერნატიული სოციალური და კულტურული სივრცის შექმნა. თეატრალური წარმოდგენების და ხელოვნების სხვა ფორმების გამოყენებით ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში. პარალელურად, დმანისში მულტიფუნქციური კულტურული სივრცის ასაშენებლად მოქალაქეებისგან თანხების შეგროვების კამპანიის განხორციელება. პროექტის ხანგრძლივობა: 10 სექტემბერი, 2022 – 10 ივლისი, 2023. პროექტის ბიუჯეტი – $ 24,907.
სტრატეგიული მხარდაჭერისა და პოლიტიკის კვლევის საგრანტო პროგრამა
1. სოციალური სამართიანობის ცენტრი – საქართველოში მიზნობრივი სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის შეფასება. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ შეიმუშავებს სისტემის გაუმჯობესებისთვის აუცილებელ რეკომენდაციებს. კვლევის გარდა, კონკრეტულ შემთხვევებზე ჩატარდება სტრატეგიული სამართალწარმოება ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში. პროექტის ხანგრძლივობა: 26 სექტემბერი, 2022 – 26 ივლისი, 2024. პროექტის ბიუჯეტი – $ 99,500.
2. საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ შეისწავლის, თუ რამდენად შემცირდა მედიკამენტების ფასები და გაიზარდა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ფარმაცევტულ სექტორში გატარებული რეფორმების შემდეგ, ასევე, რა გავლენა იქონია ამან ოჯახების შემოსავლებზე. პარალელურად, ფონდი „კურაციო“ და ორგანიზაცია International Budget Advocacy Hub შექმნიან ვებპლატოფრმას სახელწოდებით „ხელმისაწვდომი მედიკამენტები“. პლატფორმაზე მომხმარებლები მარტივად აღსაქმელ ფორმატში მიიღებენ ინფორმაციას მედიკამენტების ფასებზე, პაციენტის უფლებებზე, სახელმწიფო პროგრამებზე და სუბსიდიებზე და წამლებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. პროექტის ხანგრძლივობა: 26 სექტემბერი, 2022 – 26 მარტი, 2024. პროექტის ბიუჯეტი – $ 99,998.
3. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი – ე.წ. „ახალი სკოლის მოდელის“ შესწავლა. პარალელურად წარიმართება საინფორმაციო და ადვოკატირების კამპანია „ახალი სკოლის მოდელში“ არსებული გამოწვევებისა და მიღწევების თაობაზე. პროექტის ხანგრძლივობა: 26 სექტემბერი, 2022 – 26 სექტემბერი, 2024. პროექტის ბიუჯეტი – $ 99,000.