ინოვაციების და გამოწვევების საგრანტო პროგრამა

ინოვაციების და გამოწვევების საგრანტო პროგრამა

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა აცხადებს ღია საგრანტო კონკურსს „ინოვაციების და გამოწვევების გრანტებზე“. კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამოქალაქო მოძრაობების, პროფესიული ასოციაციებისა და მოქალაქეთა არარეგისტრირებული გაერთიანებების ინიციატივებს, რომლებიც მიმართული იქნება მოქალაქეთა ჩართულობის ან/და სათემო აქტივიზმის გაზრდისკენ.

ამ კონკურსის ფარგლებში გაიცემა რვა გრანტი. რეგისტრირებული სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის გასაცემი გრანტების  ბიუჯეტი $10,000-დან $30,000-მდე იქნება, ხანგრძლივობა კი 12 თვემდე. მოქალაქეთა არარეგისტრირებული გაერთიანებებისთვის გასაცემი გრანტების ბიუჯეტი $10,000-მდე და ხანგრძლივობა – 6 თვემდე.

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება 11 აპრილს.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა – 2024 წლის 26 აპრილი. 

დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსზე, სააპლიკაციო ფორმა და ბიუჯეტის ნიმუში ჩამოტვირთეთ:

ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსი

სააპლიკაციო ფორმა

ბიუჯეტის ფორმა

 

საკონკურსო დოკუმენტები ინგლისურ ენაზე – Innovation and Challenge Grants Contest – ENG

საკონკურსო დოკუმენტები აზერბაიჯანულ ენაზე – ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსი- AZE

საკონსურსო დოკუმენტები სომხურ ენაზე – ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსი – ARM

 

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<