ACCESS-ის ორგანიზებით საქართველოში ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დანერგვის შესახებ კონფერენცია გაიმართა

ACCESS-ის ორგანიზებით საქართველოში ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დანერგვის შესახებ კონფერენცია გაიმართა

27 ივნისს, ACCESS-ის პროექტის და მისი პატრნიორი ორგანიზაციის “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია, რომელზეც ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა განიხილეს 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შემოღების საკითხი.

საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება ავტომობილების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება შესაბამისი ევროდირექტივის მოთხოვნების დაცვით განახორციელოს.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგნლები (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ქალაქ თბილისის მერი), არასამთავრობო ორგანიზაციები, დონორი ორგანიზაციები  (საქართველოში USAID მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაცის წამრომადგენელი), აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და ექსპერტები.

კონფერენციაზე სპიკერებმა ისაუბრეს, თუ როგორ მიმდინარეობს მზადება მილიონ ერთეულზე მეტი ავტომობილისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეფექტიანად განხორციელებისათვის. ასევე წარადგინეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები მომავალ წელს ავტომობილების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირების დაწყებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, პანელის მონაწილეებმა ისაუბრეს შესაბამისი ევროდირექტივის და საქრთველოსთვის ოპტიმალური მოდელის შესახებ.

უფრო კონკრეტულად, დისკუსია შემდეგ საკითხებს დაეთმო:

• მზადყოფნა ტექნიკური ინსპექტირებისთვის – რამდენად არის  მზად ქვეყნის მასშტაბით არსებული 26 სააკრედიტაციო ცენტრი რომ გაუწიოს ტექნიკური შემოწმება 1.1 მილიონ ავტომობილს?

• საზოგადოებრივი აზრი, ჯანდაცვის და გარემოს დაცვის საკითხები – რას ფიქრობს მოსახლეობა პერიოდულ სავალდებულო ტექ-ინსპექტირებასთან  დაკავშირებით? როგორია ჰაერის ხარისხი საქართველოში და რა არის მისი ძირითადი დამაბინძურებლები? ტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება და კავშირი გახშირებულ დაავადებებთან.

• ევროკავშირის დირექტივა, საერთაშორისო გამოცდილება და ოპტიმალური მოდელი – როგორია 2009/40/EC ევროდირექტივის მოთხოვნა ავტომობილების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებით? როგორია საერთაშორისო გამოცდილება? როგორია საქართველოსთვის ტექნიკური ინსპექტირების ოპტიმალური მოდელი ავტომობილების კატეგორიების, ინსპექტირების პარამეტრების, პერიოდულობის, ფასის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით? როგორ უნდა გადაიჭრას გამონაბოლქვის და მოძველებული ავტომობილების პრობლემა?

EWMI ACCESS-ი შეაჯამებს კონფერენციაზე გამოთქმულ მოსაზრებებს და რეკომედნაციებს და შესაბამის მხარეებს მიაწვდის.

Related Articles

Write a Comment

<