დასრულებული გრანტები

Back to homepage

ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსი

  1.  ეკოცენტრი („გავიგუდეთ“) – საინფორმაციო და ადვოკატირების კამპანია რუსთავში ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად. გარემოსდაცვითი აქტივიზმის გაძლიერება:  საწარმოო ზონის უწყვეტი მონიტორინგი, გარემოსდაცვითი ღონისძიებების გამართვა, საკანონმდებლო პროცესებში და რუსთავის საწარმოების გზშ/სკოპინგის ანგარიშების საჯარო განხილვებში ჩართულობა და ა.შ. პროექტის ხანგრძლივობა: 1 აგვისტო, 2022 – 31 აგვისტო, 2023. პროექტის ბიუჯეტი: 24,992 $.
  2. წინ ახალი შესაძლებლობებისთვის – სამცხე-ჯავახეთის სოფლებში მცხოვრები ქალების გაძლიერება საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების გზით. პროექტის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი, 2022 – 31 ივლისი, 2023. პროექტის ბიუჯეტი – $ 20,164.
  3. ახალგაზრდული ინიციატივა ცვლილებებისთვის – ადვოკატირების კამპანია ბოლნისის  კინოთეატრის გაცოცხლების და მულტიფუნქციურ სივრცედ გარდაქმნის მოთხოვნით. ფილმების ჩვენებები, დისკუსიები და ვორკშოპები სხვადასხვა მნიშვნელოვან სოციალურ საკითხზე, კინოთეატრის რეაბილიტაციის მონიტორინგი, მოქალაქეებისაგან თანხების მობილიზება კინოთეატრის რეაბილიტაციისა და მის მულტიფუნქციურ სივრცედ გარდაქმნისათვის. პროექტის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი, 2022 – 30 აგვისტო, 2023. პროექტის ბიუჯეტი – $ 22,372.
  4. გილდია – კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანების შრომითი უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათთვის ინფორმაციის მიწოდება და უფასო იურიდიული დახმარების შეთავაზება; გილდიის საქმიანობის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ჩატარება, ახალი წევრების მობილიზება და თვითორგანიზება უფლებების დასაცავად. პროექტის ხანგრძლივობა: 1 აგვისტო, 2022 – 31 მაისი, 2023. პროექტის ბიუჯეტი – $21,804.
  5. საზოგადოებრივი მოძრაობამომავლის ჭიათურა – ჭიათურაში ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერება და მათი ინტერესების დაცვა გარემოსდაცვითი და სხვა პრობლემების  გადასაჭრელად: ჭიათურის ეკოკლუბის გააქტიურება, მოქალაქეების ინფორმირება მათ უფლებებზე, მანგანუმის მოპოვების ადგილებში გარემოსდაცვითი მონიტორინგი, საწარმოო ზონებში ჟურნალისტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის საინფორმაციო ტურების ორგანიზება, და სხვა. პროექტის ხანგრძლივობა: 1 აგვისტო, 2022 – 30 აპრილი, 2023. პროექტის ბიუჯეტი – $ 24,720.
  6. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი – მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში საბავშვო ბაღებსა და სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემის ადვოკატირება: საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა,  საინფორმაციო მასალების მომზადება და გავრცელება, მოქალაქეების ინფორმირება და ჩართვა შეხვედრებში და დისკუსიებში, პეტიციების ორგანიზება სკოლამდელი განათლების დაწესებულებების ხელმისაწვდომობის გაზრდის მოთხოვნით და სხვ. პროექტი მოიცავს კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, ქვემო ქართლს, სამცხე-ჯავახეთს, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთს. პროექტის ხანგრძლივობა – 1 აგვისტო, 2022 – 31 იანვარი, 2023. პროექტის ბიუჯეტი – $ 23,800.
  7. ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები –  ბავშვთა სიმსივნეების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და პედიატრიულ ონკოლოგიაში არსებული სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის ადვოკატირება : მრავალფეროვანი საინფორმაციო მასალის შექმნა, ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობისა და აღრიცხვიანობის არსებული პრაქტიკის ანალიზი და ადვოკატირება სისტემური ხარვეზების აღმოსაფხვრელად. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა მოხალისეობის  სისტემა აქტიური მკურნალობის პროცესში მყოფი ონკოპაციენტი ბავშვების დასახმარებლად. პროექტის ხანგრძლივობა: 1 აგვისტო, 2022 – 28 თებერვალი, 2023. პროექტის ბიუჯეტი: $ 21,328.
  8. დემოკრატიის მცველები – რეგიონებში სამოქალაქო აქტივისტების ქსელის გაძლიერება  პრორუსული პროპაგანდის წინააღმდეგ: თბილისში, აჭარაში, სვანეთში, გურიაში, იმერეთში, რაჭაში, შიდა  და ქვემო ქართლში სამოქალაქო აქტივისტებისათვის ახალი ინფორმაციისა და უნარების გადაცემა და დახმარება, რომ თავიანთ რეგიონებში ეფექტური, ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული საინფორმაციო კამპანიები განახორციელონ პრორუსული და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ. პროექტის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი, 2022 – 8 მარტი, 2023. პროექტის ბიუჯეტი – $ 23, 785.
  9. მოქალაქეთა ჯგუფი „Dopomoga Ukraini – უკრაინისთვის საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის საინფორმაციო გვერდს ოპერირება და მათთვის საჭირო ინფორმაციის  იწოდება (უფასო სერვისები და დახმარებები, ადმინისტრაციული, ლოჯისტიკური და სამართლებრივი საკითხები და სხვ.).  სხვადასხვა მხარდამჭერი და საქველმოქმედო ინიციატივის კოოედინირება. საინფორმაციო გვერდის პარალელურად Facebook ჯგუფის  და გვერდის ოპერირება, რომლის მეშვეობითაც შეგროვდება ინფორმაცია საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების საჭიროებების შესახებ. პროექტის ხანგრძლივობა: 3 ივნისი – 3 დეკემბერი, 2022. პროექტის ბიუჯეტი: 18,490 $.
  10. აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD) – საქართველოს ევროპული ფორუმის პლატფორმის მხარდაჭერა – ქვეყნის მასშტაბით საჯარო დისკუსიების ორგანიზება, სადაც მონაწილეები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის საჭირო საერთო სტრატეგიებსა და მექანიზმებზე ისაუბრებენ; პარალელურად, ექსპერტების მიერ ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური განვითარების პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარების და  შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება და განხილვა სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფთან. პროექტის ხანგრძლივობა: 1 აპრილი – 31 აგვისტო, 2022. პროექტის ბიუჯეტი: $ 29,975.

 

სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსი – „იმოქმედე ახლა“

  1. მოქალაქეთა ჯგუფი „Dopomoga Ukraini – უკრაინისთვის საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის საინფორმაციო გვერდს შექმნის, სადაც თავმოყრილი იქნება მათთვის საჭირო ინფორმაცია (უფასო სერვისები და დახმარებები, ადმინისტრაციული, ლოჯისტიკური და სამართლებრივი საკითხები და სხვ.). გვერდი ასევე კოორდინირებას გაუწევს სხვადასხვა მხარდამჭერ და საქველმოქმედო ინიციატივას. საინფორმაციო გვერდის პარალელურად იმუშავებს Facebook ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც შეგროვდება ინფორმაცია საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების საჭიროებების შესახებ. 25 მარტი – 25 მაისი, 2022. პროექტის ბიუჯეტი: 9,800 $.
  2. უკრაინა ხვდება საქართველოს პროექტის ფარგლებში „ორბელიანი საქართველო“ გამართავს სოლიდარობის ფორუმს („ექსპოს“) საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის. ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მიმდინარე ომის გამო იძულებით გადაადგილებულ უკრაინის მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სერვისსა და მხარდაჭერას სთავაზობენ. ინფორმაციის მიღების გარდა, უკრაინის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ფორუმის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გაუზიარონ ინფორმაცია თავიანთი საჭიროებების შესახებ. პარალელურად, Orbeliani Meti • ორბელიანი მეტი პლატფორმაზე დაიწყება თანხების შეგროვების კამპანია (crowdfunding), რაც რამდენიმე კვირას გაგრძელდება და შეგროვებული თანხა უკრაინელების საჭიროებებს მოხმარდება. პროექტის ხანგრძლივობა: 28 მარტი – 28 აპრილი, 2022. პროექტის ბიუჯეტი: 8,874$.
  3. ზემო აჭარაში სოლიდარობის თემი განახორციელებს ინიციატივას ბოლო დროს გააქტიურებული რადიკალური ჯგუფებისა და პრორუსული ნარატივების გავლენის შესამცირებლად. ამ მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის თემი“ მოწვეულ ექსპერტებთან ერთად ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევში და ხულოში ადგილობრივ მოსახლეობასთან და პედაგოგებთან გამართავს დისკუსიებსა და საინფორმაციო შეხვედრებს. გარდა ამისა, „სოლიდარობის თემი“ კოორდინირებას გაუწევს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივებს რადიკალური ჯგუფებისა და პრორუსული ნარატივების გასაქარწყლებლად. პროექტის ხანგრძლივობა: 11 აპრილი – 11 ივნისი, 2022. პროექტის ბიუჯეტი: 3,443 $.
  4. არასამთავრობო ორგანიზაცია მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის გააანალიზებს რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში. პროექტის ფარგლებში მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტები და რეკომენდაციები მიზნად ისახავს ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში არსებულ საფრთხეებზე საპასუხოდ შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ფართო საზოგადოების ინფორმირებას. პროექტის ხანგრძლივობა: 11 აპრილი – 11 ივნისი, 2022. პროექტის ბიუჯეტი: 4,200 $.
  5. ონლაინ გამოცემა ინდიგოს ინიციატივის მიზანია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული ყველაზე აქტუალური საკითხების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება ანალიტიკური სტატიების, ინტერვიუების და ვიდეოების მეშვეობით. „ინდიგო“ რამდენიმე მწვავე საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას: იმიგრაციის პოლიტიკა რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება, ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოსა და დასავლეთს, ასევე საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ომის შემდგომ პერიოდში. პროექტის ხანგრძლივობა: 11 აპრილი – 11 ივნისი, 2022. პროექტის ბიუჯეტი: 10,000 $.
  6. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი –  ადვოკატირების კამპანია #ვიცავთრაჭას, რომელიც ხორციელდება მედიაპორტალ „მთის ამბებთან“, რაჭის სათემო ორგანიზაციასთან და „მწვანე ალტერნატივასთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება და გაერთიანება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყის 49 წლით გადაცემის ფაქტზე და ამ მიმართულებით ხელისუფლების გადაწყვეტილებების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მოთხოვნა; ასევე, რაჭის ეროვნული პარკის შექმნას და მასში იმ 104 712 ჰექტარი ტყის მოქცევას. პროექტის ხანგრძლივობა: 24 მაისი-24 ივლისი, 2022. პროექტის ბიუჯეტი: 7,900 $.
  7. ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ – საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ომის დანაშაულების დოკუმენტირება და შესაბამისი უწყებებისთვის ამ ინფორმაციის გადაცემა. ომის მსხვერპლებს ასევე გაეწევათ საჭირო ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციები. პროექტის ხანგრძლივობა: 29 აპრილი – 29 აგვისტო, 2022. პროექტის ბიუჯეტი: $ 10,000.

 

ACCESS-ის პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი და მოკლე აღწერები იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში: დასრულებული-გრანტები-ოქტომბერი, 2021