მოქალაქეთა ჩართულობის ახალი პროექტები

მოქალაქეთა ჩართულობის ახალი პროექტები

იანვარში EWMI ACCESS-ის დაფინანსებით ხუთი ახალი პროექტი დაიწყო, რომელთა მიზანია საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება პრობლემურ საკითხებზე.

ორბელიანი საქართველოპროექტის მიზანია ქვემო ქართლის რეგიონში ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების გაძლიერება და გააქტიურება. ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები კრიტიკული აზროვნების, სამოქალაქო ჩართულობისა და მოხალისეობის საკითხებზე, რის შემდეგაც მოხდება მათი სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა. პროექტი ქვემო ქართლის 11 თემში განხორციელდება.

ქალები საქართველოდან – პროექტის ფარგლებში მოხდება ამავე სახელწოდების პოპულარული Facebook გვერდის და ვებგვერდის განახლება ქალების ახალი ისტორიებით. სოციალური პლატფორმის მიზანია გენდერული უთანასწორობის და საქართველოში არსებული გენდერული სტერეოტიპების გამოაშკარავება და ამ თემებზე დისკუსიისა და აქტივიზმის ხელშეწყობა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) – ზემო სვანეთში დიდი ჰესების მშენებელობის მონიტორინგი და ამ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების  დაცვა,  ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა მდგრადი ეკონომიკური განვითარების ინიციატივებში. პროექტის ფარგლებში შეიქმნება „მწვანე ადვოკატირების პლატფორმა“, რომლის საქმიანობაც ორიენტირებული იქნება გარემოს დაცვის საკითხებზე. პროექტი ხორციელდება მწვანე ალტერნატივასთან პარტნიორობით.

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია – ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტურისტების ნაკადის გაზრდის მიზნით თემზე დაფუძნებული ტურისტული პროდუქტების განვითარება და ამ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა. პროექტი ხორციელდება ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტებთან პარტნიორობით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების მოსახლეობის დახმარება მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაში. ამ მიზნით საია მოსახლეობას გაუწევს იურიდიულ კონსულტაციებს, ჩაუტარებს ტრენინგებს და დაეხმარება ადვოკატირების კამპანიების წარმოებაში.

Write a Comment

Leave a Reply

<