რა პრობლემებს აწყდებიან მოსწავლეები და მშობლები სკოლებში

რა პრობლემებს აწყდებიან მოსწავლეები და მშობლები სკოლებში

არასამთავრობო ორგანიზაციამ მშობლები განათლებისთვის გამოაქვეყნა იმ ძირითადი პრობლემების ჩამონათვალი, რომლებსაც 2022-2023 სასწავლო წელს მოსწავლეები და მათი ოჯახები სკოლებში ყველაზე ხშირად აწყდებოდნენ. დოკუმენტი შედგენილია ორგანიზაციის სატელეფონო მომსახურების ცენტრში შესული ზარების და მოსწავლეების მშობლებთან ჯგუფური კონსულტაციების საფუძველზე და ასახავს 800-ზე მეტი მშობლის მოსაზრებას როგორც თბილისიდან, ისე დიდი ქალაქებიდან და სოფლებიდან.

პრობლემები საკითხების ფართო სპექტრს მოიცავს, როგორიცაა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ბავშვების ფიზიკური უსაფრთხოება, სასკოლო კვება, სწავლების მეთოდები, საგანმანათლებლო რესურსები, მშობლების ჩართულობა და ინკლუზიური განათლება. მეტ-ნაკლები სიმძაფრით ეს პრობლემები სკოლების დიდ უმრავლესობას ეხება. მშობლებს მიაჩნიათ, რომ ეს გარემოებები ხელს უშლის ბავშვის ჯანსაღ განვითარებას და ხარისხიანი განათლების მიღებას. ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ დაეხმარება მშობლებს გაძლიერდნენ, ჩაერთონ სკოლების მმართველობის პროცესში და იმუშაონ როგორც სკოლის ადმინისტრაციასთან, ისე სხვა მხარეებთან ბავშვზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნისათვის.

პროექტს მხარს უჭერს USAID-ის სამოქალაქოს საზოგადოების ჩართულობის პროგრამა.

Write a Comment

<