დისკუსია – ბიზნესი და ადამიანის უფლებები

1

5 აპრილს ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე – ბიზნესი და ადამინის უფლებები. დისკუსიის ორგანიზატორები იყვნენ აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS-ის პროექტი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) და ილიაუნის სამართლის სკოლა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის PROLoG-ის პროექტთან თანამშრომლობით. დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდნენ არასამთვრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ოფისის, და ტელეკომუნიკაციების კონპანია – ჯეოსელის წარმომადგენლები. მთავარი განსახილველი თემა იყო, თუ რა გავლენას ახდენს ბიზნესის საქმიანობა ადამიანის უფლებების დაცვაზე საქართველოში, რა პოტენციური რისკები არსებობს ამ მიმართულებით და როგორ ხდება რისკების წინასწარ განსაზღვრა და მინიმუმამდე დაყვანა. საუბარი ასევე შეეხო გარე მაკონტროლებელ მექანიზმებს (მთავრობა და სახალხო დამცველის აპარატი), რომლებიც უზრუნველყოფენ ბიზნესსექტორში დასაქმებული ადამიანების უფლებების დაცვას.

შეხვედრის დღის წესრიგის თანახმად, დისკუსია სამ ძირითად თემად იყო დაყოფილი:

  • კორპორაცილი სოციალური პასუხმისმგებლობა.
  • ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოში ბიზნესკომპანიების მიერ.
  • ბიზნესსექტორში დასაქმებული ადამიანის უფლებების დაცვის გარე მექანიზმები

დეტალური ინფრომაცია შეხვედრის შესახებ მოცემულია გვერდის ინგლისურენოვან ვერისაში.4a1324

Write a Comment

<