სტრატეგიული მხარდაჭერისა და პოლიტიკის კვლევის საგრანტო პროგრამა

სტრატეგიული მხარდაჭერისა და პოლიტიკის კვლევის საგრანტო პროგრამა

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა აცხადებს სტრატეგიული მხარდაჭერისა და პოლიტიკის კვლევის საგრანტო პროგრამას საქართველოში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და ორგანიზაციათა კოალიციებისთვის.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება მაქსიმუმ სამი პროექტი, რომლებიც მიზნად ისახავენ განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების სფეროში არსებული პრობლემების კვლევასა და ადვოკატირებას. თითოეული პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტია 80,000 აშშ დოლარი.

საგრანტო განაცხადები მიიღება ინგლისურ ენაზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა – 20 დეკემბერი, 2022.

დეტალები იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.

SSPG Round 2 RfA and Attachments

Write a Comment

<