Co-creation მეთოდის დანერგვა სამოქალაქო სექტორში მეტი თანამშრომლობისა და ინოვაციების წასახალისებლად

Co-creation მეთოდის დანერგვა სამოქალაქო სექტორში მეტი თანამშრომლობისა და ინოვაციების წასახალისებლად

EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა“ (CTC) co-creation-ის (თანამონაწილეობა/თანაშექმნა) პროცესის ფასილიტაციაზე პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო გამოსცა. Co-creation-ს განსაკუთრებით რთული პრობლემების გადაჭრისთვის სულ უფრო ხშირად იყენებენ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები, კერძო კომპანიები და სამოქალაქო ორგანიზაციები. ეს პროცესი კომპლექსური საკითხების გაანალიზებასა და მოგვარებაში განსხვავებული ჯგუფების მონაწილეობას და ინოვაციური მიდგომების დანერგვას ახალისებს.

სახელმძღვანელოში წარმოდგენილი მეთოდოლოგია და პრინციპები საქართველოს კონტექსტსა და  ადგილობრივ კომპლექსურ სოციალურ პრობლემებზეა მორგებული. ის დაეხმარება ორგანიზაციებს და აქტივისტების ჯგუფებს, თავად დაგეგმონ და წარმართონ თანამონაწილეობითი პროცესები და  საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემები უფრო ეფექტიანად გადაჭრან.

სახელმძღვანელოზე მუშაობაში, CTC-ისთან ერთად, ჩართული იყო co-creation-ის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაცია – Reos Partners-ი – რომელმაც CTC-ის წარმომადგენლებს ამ თემაზე სპეციალური ტრენინგები ჩაუტარა.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<