ლიდერთა განვითარების აკადემია (Leadership Academy for Development)

ლიდერთა განვითარების აკადემია (Leadership Academy for Development)

ლიდერთა განვითარების აკადემია (Leadership Academy for Development – LAD) არის ინტენსიური ტრენინგ პროგრამა საჯარო, ბიზნეს და სამოქალაქო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენელთათვის, რომლის მიზანია კერძო სექტორის როლის გაძლიერება ეკონომიკური ზრდის და განვითარების პროცესში.

სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL)  და ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია – ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პარტნიორობით, აღნიშნული კურსი თბილისში, 2016 წლის 18-22 იანვარს ჩაატარდება.  ხუთდღიან ინტენსიურ სასწავლო  კურსს თემაზე  „საჯარო პოლიტიკის როლი კერძო სექტორის განვითარებაში“ სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ფრენსის ფუკუიამა გაუძღვება. პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს საჯარო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორის 25 წარმომადგენელი (მათ შორის 15 საქართველოდან და 10 მეზობელი ქვეყნიდან). პროგრამის ფარგლებში მონაწილეები დაეუფლებიან იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც საჭიროა სხვადასხვა ინსტიტუტის ეფექტიანობის ასამაღლებლად, საჯარო სექტორში რეფორმების გასატარებლად, და ბიზნეს და საჯარო სექტორს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად.

სასწავლო კურსს აფინანსებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS-ის პროექტი და დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში(GGI).

Write a Comment

<