არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის სასერტიფიკატო ტრენინგ კურსი დაიწყო

არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის სასერტიფიკატო ტრენინგ კურსი დაიწყო

21 ოქტომბერს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში დაიწყო ხუთთვიანი ტრენინგ კურსი არამომგებიანი ორგანიზაციის მართვაში, რომელიც განკუთვნილია არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებისთვის. კურსს გაუძღვება EWMI-ს პარტნიორი ორგანიზაცია – კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC). პროგრამაში მონაწილეობას იღებს 24 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან (გორი, დუშეთი, რუსთავი, თელავი). სასწავლო კურსის მიზანია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი როლის განმტკიცება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი ტრენინგ კურსი არამომგებიანი ორგანიზაციის და პროექტების მართვის თითქმის ყველა ასპექტს მოიცავს: არამომგებიანი ორგანიზაციების ძირითადი კონცეფცია და ღირებულებები, ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციის სტრატეგიული მართვა, პროექტის ციკლის მართვა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და სოციალური მარკეტინგი, თანხების მოძიების ინოვაციური მეთოდები და მდგრადობა, ადვოკატირება საზოგადოებრივი ცვლილებისათვის, ფინანსური მართვა, ადამიანური რესუსების მართვა, ლიდერობა და ა.შ.   სასწავლო პროგრამა შედგება სამი სავალდებულო და ოთხი არჩევითი მოდულისაგან. სერტიფიკატის მისაღებად მონაწილეებმა უნდა გაიარონ სამი სავალდებულო და მინიმუმ ორი არჩევითი მოდული. თეორიული მასალის გაცნობის გარდა მონაწილეებს საშუალება ექნებათ საკუთარი ორგანიზაციებისა და პროექტების მაგალითზე კონკრეტული პრაქტკული სამუშაოები შეასრულონ. სასწავლო კურსი სრულად ფინანსდება EWMI ACCESS-ის მიერ და უფასოა მონაწილეებისათვის.
არამომგებიანი ორგანიზაციების მართვის სასწავლო კურსი ACCESS-ის ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას. სასწავლო პროგრამის გარდა ACCESS-ი პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებს ინდივიდუალურ, საჭიროებებზე მორგებულ კონსულტაციებს/დახმარებას უწევს.

????????????????????????????????????

4 edited

Related Articles

Write a Comment

<