კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშეწყობა

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშეწყობა

ACCESS-ის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია – „სამოქალაქო განვითრების სააგენტო“ (სიდა) უკვე რამდენიმე წელია არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნესკომპანიების თანამშრომლობას უწყობს ხელს, ასევე პოპულარიზაციას უწევს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას. ამ მიზნით, 2015 წელს, „სიდამ“, EWMI ACCESS-ის დახმარებით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი დააფუძნა (CSR კლუბი), რომლის მიზანია არასამთავრობო, ბიზნეს და საგანმანათლებლო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაზრდა. კლუბში ამ სფეროების 80-მდე წარმომადგენელია გაწევრიანებული. ამას გარდა, შარშან „სიდა“ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წარმომადგენელი გახდა. ქსელის მიზანია ბიზნესკომპანიებში ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის პრინციპების დანერგვა. ასევე, ქსელი ბიზნესკომპანიებს სოციალური პროექტების განხორციელებსკენ მოუწოდებს. „სიდა“ EWMI ACCESS-ის დახმარებით აქტიურად მუშაობს ბიზნესკომპანიებში ამ პრინიცპების დასანერგად,  ასევე სამოქალაქო სექტორს და  ბიზენსს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის მხარდაჭერის ფარგლებში, აგვისტოში „სიდა“-ს ორგანიზებით გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ხუთ წევრ ბიზნესკომპანიას ჩაუტარდა ტრენინგები გენდერული თანსაწორობისა და ქალთა გაძლიერების პრინიციპების შესახებ. ტრენინგები, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ უძღვებოდა, დაეთმო შემდეგ საკითხებს: როგორ უნდა დაიცვან კომპანიებმა გენდერული თანასწორობის პრინციპები როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარე ურთიერთობებში; გენდერული სტერეოტიპები, დასაქმების ადგილზე ქალების ღია და ფარული  დისკრიმინაციის ფორმები და ა.შ. ტრენინგზე ასევე განიხილეს გენდერული თანასწორობის კუთხით როგორც ქართული, ასევე უცხოური ბიზნესკომპანიების მიერ მარკეტინგისა და რეკლამის სფეროში ასრებული ცუდი და კარგი პრაქტიკები. ტრენინგის ჩატარებამდე „სიდა“ აღნიშნულ კომპანიებს გენდერული თანასწორობის კუთხით შიდა ოპერაციული სისტემების შეფასებაში და ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში დაეხმარა.

Write a Comment

<