ვებგვერდი mediameter.ge

ვებგვერდი mediameter.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია – მედიის განვითარების ფონდი (MDF), EWMI-ACCESS-ის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს “საქართველოს მედიის ბაზარი: ახალი ტენდენციები და პოლიტიკის საკითხები”. პროექტის მიზანია შეისწავლოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების განაწილების ტენდენციები მედიაში და მისი გავლენა მედიის კონტენტსა და დამოუკიდებლობაზე. პროექტის ფარგლებში ასევე ხდება რამდენიმე მედია ორგანიზაციის კონტენტის მონიტორინგი.

აღნიშნული კვლევის შედეგები პერიოდულად ქვეყნდება ვებპორტალზე mediameter.ge. ამავე ვებგვერდზე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოიძიონ ამომწურავი ინფორმაცია როგორც ცენტრალური, ასევე რეგიონული მედია ორგანიზაციების შესახებ (ახლანდელი მფლობელები, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებები მენეჯმენტში და მფლობელობაში, ამჟამინდელი მფლობელების პოლიტიკური კავშირები, მედია ორგანიზაციების რეკლამით მიღებული შემოსავლები და ფინანსური დეკლარაციები და ა.შ.). ვებგვერდზე ასევე თავსდება MDF-ის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საქართველოში მედია გარემოს შესახებ ჩატარებული კვლევები.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<