ACCESS–ის ანგარიში საზოგადოებას – კამპანია “უფლება გაქვს, იცოდე”

ACCESS–ის ანგარიში საზოგადოებას – კამპანია “უფლება გაქვს, იცოდე”

2-დან 5 დეკემბრის ჩათვლით, რუსთავის, მარნეულის, თელავის, გორის, ახალციხის, ოზურგეთის, ბათუმის, ზუგდიდის და ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში EWMI ACCESS-ის წარმომადგენლები გამართავენ საჯარო შეხვედრებს დაინტერესებულ პირებთან და მათ  5–წლიანი მუშაობის შედეგებს და სამომავლო გეგმებს წარუდგენენ. შეხვედრებზე ასევე დეტალურად იქნება განიხილული ACCESS-ის საგრანტო კონკურსის მოთხოვნები, რომელიც რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოცხადდება.

შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ პროექტის წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარონ სამოქალაქო სექტორში არსებულ საჭიროებებზე და სხვა საკითხებზე. მიღებული ინფორმაცია და რეკომენდაციები ACCESS–ს დაეხმარება თავისი საქმიანობა საზოგადოების საჭიროებებსა და ინტერესებს კიდევ უფრო მეტად მოარგოს.

2014 წლის ნოემბრიდან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (East-West Management Institute) საქართველოში  სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტს (ACCESS) ახორციელებს. პროექტის მიზანია სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის გაზრდა, სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერება და მათი სტაბილური განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ბიუჯეტია 8,996,947 მილიონი აშშ დოლარი და მას სრულად აფინანსებს აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). პროექტი 2021 წლის აპრილში დასრულდება.

შეხვედრების განრიგი

თარიღი                            ქალაქი                   დრო                                   მისამართი

2 დეკემბერი                    მარნეული            12:00 – 14:00 სთ           გიორგაძის ქ. 1

2 დეკემბერი                    ქუთაისი               13:00 – 15:00 სთ            წერეთლის ქ. 69

2 დეკემბერი                    რუსთავი              15:00 – 17:00 სთ             რუსთაველის ქ. 30ა

3 დეკემბერი                    ზუგდიდი            13:00 – 15:00  სთ           რუსთაველის ქ. 52

3 დეკემბერი                    გორი                      11:30 – 13:30 სთ            იერუშალაიმის ქ. 18

4 დეკემბერი                    ოზურგეთი          14:00 – 16:00 სთ            ჭავჭავაძის ქ. 14

4 დეკემბერი                    ახალციხე              13:00 – 15:00 სთ            მანველიშვილის ქ. 19

5 დეკემბერი                    ბათუმი                  11:00 – 13:00 სთ            26 მაისის ქ. 31

5 დეკემბერი                    თელავი                 13:00 – 15:00 სთ            ვაჟა-ფშაველას ქ. 3

 

შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

Related Articles

Write a Comment

<