COVID-19-ით დაზარალებულთა დახმარების სახელმწიფო პროგრამის სამართლებრივი ანალიზი და რეკომენდაციები

COVID-19-ით დაზარალებულთა დახმარების სახელმწიფო პროგრამის სამართლებრივი ანალიზი და რეკომენდაციები

ივლისში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ (NCCE), EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, COVID-19-ის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ანალიზი მოამზადა. დოკუმენტი 400-ზე მეტი მოქალაქისთვის გაწეული კონსულტაციების საფუძველზე მიღებულ პრაქტიკულ ინფორმაციას ეყრდნობა და პროგრამის ძირითად ხარვეზებს გამოკვეთს. ხარვეზების მიმოხილვასთან ერთად წარმოდგენილია მათი გადაჭრის კონკრეტული გზებიც. დოკუმენტის მიზანია ხელი შეუწყოს ხარვეზების აღმოფხვრას და სახელმწიფოს მხრიდან დროულ და ეფექტიან რეაგირებას.

პარალელურად, NCCE-ი განაგრძობს საქართველოს 10 ქალაქში პანდემიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის სხვადასხვა მიმართულებით კონსულტაციების გაწევას, რათა მოქალაქეებმა დროულად და სრულად ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ დაწესებული კომპენსაცი(ებ)ით.

ივნისის დასაწყისში NCCE-იმ მოამზადა და გამოაქვეყნა „COVID-19 შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის განმარტებები და ხშირად დასმული კითხვები“, რაც  ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევდა შესაძლებლობას, მიეღო პასუხები კითხვებზე — ეკუთვნოდა თუ არა კომპენსაცია და რა პროცედურები უნდა გაევლო, რომ მიეღო შესაბამისი დახმარება. კონსულტაციების გაწევის პროცესში გამოიკვეთა სხვადასხვა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, რაც მოქალაქეთა დიდ ჯგუფს ხელს უშლიდა კომპენსაციის მიღებაში ან ბუნდოვანი ჩანაწერის გამო, რთული იყო დაზუსტება, თუ რა ტიპის კომპენსაცია ეკუთვნოდათ. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა პროგრამის სამართლებრივი ანალიზის მომზადება.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<