საარჩევნო მედიაცენტრების გახსნა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში

საარჩევნო მედიაცენტრების გახსნა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში

26 ივლისს საქართველოს 10 ქალაქში (ახალციხე, ბათუმი, გორი, მარნეული, ქუთაისი, ოზურგეთი, რუსთავი, საგარეჯო, თელავი და ზუგდიდი) დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში საარჩევნო მედიაცენტრები გაიხსნა. გახსნის ცერემონია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის ოფისის ხელმძღვანელის, დაგლას ბოლის ვიდეომიმართვით დაიწყო, რომელიც მოუწოდებს ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოქალაქეებს და პოლიტიკურ პარტიებს აქტიურად გამოიყენონ მედიაცენტრები, რათა მიიღონ მეტი ინფორმაცია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების და საარჩევნო სუბიექტების შესახებ.

მედიაცენტრები მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს საჯარო შეხვედრებისთვის და დისკუსიებისთვის უსაფრთხო და ნეიტრალურ სივრცეს შესთავაზებენ.

უფრო კონკრეტულად, მედიცენტრების შემდეგ ფუნქციებს შეასრულებენ:

  • მედიაბრიფინგების და წინასაარჩევნო დებატების ორგანიზება და მასპინძლობა. დებატებში მონაწილეობას მიიღებენ საარჩევნო კანდიდატები (როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული) და პოლიტიკური პარტიები. დებატებზე საარჩევნო სუბიექტები მოსახლეობას საკუთარ საარჩევნო პროგრამებს წარუდგენენ და მოქალაქეების და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.
  • ჟურნალისტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის არჩევნებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება (მაგ: განახლებული საოლქო საზღვრები, არჩევნების ადმინისტრირების პროცედურები, ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურები, არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და მათი კანდიდატების სრული სია და ა.შ.).
  • საარჩევნო პროცესთნ დაკავშირებით დისკუსიების ორგანიზება და მასპინძლობა, რომლებსაც მოწვეული ექსპერტები გაუძღვებიან.
  • არჩევნებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო ჯგუფების დისკუსიების ორგანიზება და მასპინძლობა; არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება საარჩევნო კანდიდატებისთვის მოქალაქეების საჭიროებებისა და პრობლემების წარდგენაში.
  • არჩევნების დღეს სხვადვა აქტივობის ორგანიზება: სადამკვირვებლო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და სხვა ბრიფინგები არჩევნების მიმდინარეობის და ადმინისტრირების შესახებ. მედიაცენტრები უზრუნველყოფენ შესაბამის ტექნიკურ აღჭურვილობას და მაღალი სიჩქარის ინტერნეტს. ცენტრში გარანტირებული იქნება უსაფრთხო და ნეიტრალური სამუშაო გარემო.
  • არჩევნების შემდგომ პერიოდში ბრიფინგები და დისკუსიები არჩევნების ადმინისტრირების საკითხებზე (მაგ: საჩივრების განხილვა, არჩევნების შედეგების დათვლა და აღრიცხვა და ა.შ.).

მედიაცენტრები იმუშავებს ყოველ დღე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00 – 19:00 სთ-ებში. არჩევნების დღეს მედიაცენტრები გაიხსნება საარჩევნო უბნების გახსნამდე ერთი საათით ადრდე და იმუშავებს მთელი დღის განმავლობაში. მედიაცენტრები ფუნქციონირებას განაგრძობენ 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით.

მედიაცენტრების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე www.cce.ge .

Terlavi Mediacenter Opening Media Center Batumi Zugdidi Media Center Opening Akhaltsikhe Mediacenter Opening

Write a Comment

<