სიღნაღში ხანდაზმულთა სოციალიზაციისათვის საჭირო სერვისებს ქმნიან

სიღნაღში ხანდაზმულთა სოციალიზაციისათვის საჭირო სერვისებს ქმნიან

საქართველოში ხანდაზმული ადამიანები საზოგადოებრივ პროცესებში ნაკლებად მონაწილეობენ. მათ ხშირად არ აქვთ სივრცე სოციალიზაციისათვის, მოკლებულნი არიან განათლებისა და თვითრეალიზაციის  შესაძლებლობებს.

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივა“ და სოციალური საწარმო „ცოდნის კაფე“ სიღნაღის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულებზე ორიენტირებულ საპილოტე პროგრამას იწყებენ, რომელიც სამომავლოდ მუნიციპალურ დონეზე უნდა დაინერგოს.

პროექტის ფარგლებში შეირჩა 15 ახალგაზრდა, რომლებიც უფროსი თაობის 15 წარმომადგენელთან ერთად  გაივლიან სასწავლო პროგრამას პროექტის მართვის საკითხებში და ერთად განახორციელებენ სხვადასხვა ინიციატივას. ისინი ასევე ერთად შექმნიან თაობათაშორისი საგანმანათლებლო სერვისის აღწერას სიღნაღის მუნიციპალიტეტის  თვითმმართველობაში 2024 წლის ბიუჯეტირების პროცესში წარსადგენად.

24 აგვისტოს, „ცოდნის კაფეში” საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც დამსწრეებმა საპილოტე პროგრამაზე იმსჯელეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდები, ხანდაზმულები და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებმაც მოიწონეს ინიციატივა და მხარდაჭერა აღუთქვეს.

„ცოდნის კაფეში” ამჟამად ფუნქციონირებს უფროსი თაობის კლუბი, რომელიც წევრებს სოციალიზაციის და არაფორმალური განათლების  შესაძლებლობებს აძლევს. თუმცა, კლუბის აქტივობები ცოდნის კაფეს ინიციატივით და დონორების მხარდაჭერით ტარდება. მდგრადობისთვის ამ სერვისების მუნიციპალურ დონეზე დანრგვაა საჭირო.

Related Articles

Write a Comment

<