სამოქალაქო პლატფორმა – საქართველოს ევროპული ფორუმი

სამოქალაქო პლატფორმა – საქართველოს ევროპული ფორუმი

მარტში, არასამთავრობო ორგანიზაციამ „აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი“ (EECMD), სამოქალაქო პლაფტრომა – საქართველოს ევროპული ფორუმი დააარსა და ყველა დაინტერესებულ პირს ჩართვისკენ მოუწოდა. პლატფორმა აერთიანებს სამოქალაქო აქტივისტებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, აკადემიურ წრეებს, კერძო სექტორს და მიზნად ისახავს ამ სექტორებს შორის არაფორმალური დიალოგის ხელშეწყობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გასაძლიერებლად.

აპრილიდან პლატფორმას USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა უჭერს მხარს. პლატფორმის პოპულარიზაციისა და მოქალაქეების მობილიზაციის მიზნით, მომდევნო თვეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო დისკუსიები მოეწყობა. დისკუსიებში მონაწილეები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის საჭირო საერთო სტრატეგიებსა და მექანიზმებზე ისაუბრებენ. გარდა ამისა, მოწვეული ექსპერტები ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური განვითარების რამდენიმე სცენარს და თითოეული სცენარის შესაბამის სტრატეგიას შეიმუშავებენ, რომელიც შემდგომში კვლავ განიხილება ფართო საზოგადოების ჩართულობით.

განხილვების შემდეგ შეიქმნება საერთო სამოქმედო გეგმა, რომელიც ფორუმის წევრებს როგორც ერთობლივი, ასევე ინდივიდუალური კამპანიების წარმოებაში დაეხმარება.

Related Articles

Write a Comment

<