სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა: ინიციატივები საქართველოში მყოფი უკრაინელების მხარდასაჭერად

სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა: ინიციატივები საქართველოში მყოფი უკრაინელების მხარდასაჭერად

უკრაინაში ომის დაწყებისთანავე საქართველოს მოქალაქეებმა უკრაინელების მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოავლინეს, რაც ხალხმრავალ მანიფესტაციებში, ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებაში და სხვა სამოქალაქო ინიციატივებში გამოიხატა. თუმცა, საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილების უფრო ეფექტიანი მხარდაჭერისთვის, მეტი კოორდინაცია და საჭიროებებზე მორგებული დახმარებაა საჭირო.

სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა 2 აპრილს თბილისში გამართული სოლიდარობის ფორუმი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველომ“ USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით დააორგანიზა. ღონისძიებამ გააერთიანა სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორი, რომლებმაც უკრაინელებს მტკიცე მხარდაჭერა და თანადგომა კიდევ ერთხელ დაანახეს.

ღონისძიებაზე უკრაინის 400-ზე მეტ მოქალაქეს სხვადახვა სახის დამხმარება და სერვისი, დასაქმების და განათლების მიღების შესაძლებლობები 50-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, უნივერსიტეტმა და კერძო კომპანიამ შესთავაზა. მათ ასევე გაეწიათ კონსულტაციები სამართლებრივ, ფინანსურ, სამედიცინო და სხვა საკითხებზე.

ღონისძიების შემდეგ ორბელიანი მეტი პლატოფრმაზე თანხების შეგროვება დაიწყო და ჯამში 21,190 ლარი შეგროვდა, რაც უკრაინელების საჭიროებებს მოხმარდება.

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით ასევე მუშაობს ონლაინ საინფორმაციო გვერდი dopomoga.ge, საიდანაც უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია უფასო სერვისებზე და დახმარებებზე, საქართველოში ყოფნის დროს ადმინისტრაციულ, ლოჯისტიკურ და სამართლებრივ საკითხებზე და სხვ. საინფორმაციო გვერდის პარალელურად აქტიურია Facebook ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც გროვდება ინფორმაცია საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების საჭიროებების შესახებ. ჯგუფში 4400 ადამიანია გაწევრიანებული.

Write a Comment

<