დისტანციური სასწავლო კურსი სამოქალაქო საზოგადოებისთვის

დისტანციური სასწავლო კურსი სამოქალაქო საზოგადოებისთვის

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) აცხადებს მიღებას ონლაინ თვითმართულ (self-paced) სასწავლო კურსებზე:

  • საზოგადოებრივი ორგანიზაციების გზამკვლევი
  • პროექტის ლოგიკა მარტივად

კურსებზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 18 ივლისი, 2019 წელი. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2JpLcZr

რეგისტრირებულ მონაწილეებს კურსებზე წვდომა 20 ივლისიდან შეეძლებათ. კურსი უფასოა მონაწილეებისთვის.

დამატებითი ინფორმაცია კურსის შესახებ იხილეთ აქ.

თითოეული კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა ონლაინ სერტიფიკატი. მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება დამატებითი სასწავლო მასალა. თითოეული კურსის სრულად გასავლელად მონაწილეებს საშუალოდ 2 საათი დასჭირდებათ.

დისტანციური კურსები სამოქალაქო საზოგადოებისთვის წარმოდგენილია “კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის” დისტანციური კურსების პლატფორმაზე: www.ctconline.ge.

დისტანციური კურსები სამოქალაქო საზოგადოებისთვის შექმნილია “კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის” მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

Write a Comment

<