კამპანია – უფლება გაქვს, იცოდე (You Have the Right to Know)

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ACCESS–ის პროექტის ფარგლებში იწყებს კამპანიას – უფლება გაქვს, იცოდე (You Have the Right to Know). პროექტის წარმომადგენლები სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას და სხვა დაინტერესებულ პირებს ერთი წლის მუშაობის შედეგებს და სამომავლო გეგმებს წარუდგენენ. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, პროექტის წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარონ მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებთან და სამოქალაქო სექტორსა და საზოგადოებაში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით. მიღებული ინფორმაცია და რეკომენდაციები ACCESS–ს დაეხმარება, თავისი საქმიანობა კიდევ უფრო მეტად მოარგოს საზოგადოების საჭიროებებსა და ინტერესებს.

შეხვედრების განრიგი:

24 თებერვალი, 15:00 სთ – ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (ჭავჭავაძის ქ. 14, ოზურგეთი)

25 თებერვალი, 17:00 – ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (ფარნავაზ მეფის ქ. 62–64, ბათუმი)

26 თებერვალი, 12:00 – ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (პუშკინის ქ. 6, ქუთაისი).

შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

Write a Comment

Leave a Reply

<