მცირე ზომის ფერმერთა საჭიროებების და ინფორმირებულობის კვლევის შედეგების პრეზზენტაცია

მცირე ზომის ფერმერთა საჭიროებების და ინფორმირებულობის კვლევის შედეგების პრეზზენტაცია

სამშაბათს, 26 ივლისი, 12:00-14:00 სთ-ზე, სასტუმროში –  თბილისი რუმსი (მერაბ კოსტავას №14), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) წარმოადგენს მცირე ზომის ფერმერთა საჭიროებების და ინფორმირებულობის კვლევის შედეგებს. 

კვლევაში წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი მწარმოებლების და მცირე ზომის გადამამუშავებელი საწარმოების საჭიროებები. კერძოდ, თუ რა გამოწვევები და პრობლემები აქვთ, როგორ ყიდიან წარმოებულ პროდუქციას, სარგებლობენ თუ არა სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო მომსახურებით, რა საწარმოო საშუალებებს იყენებენ და ფლობენ თუ არა ინფორმაციას საქართველოს შეღავათიან საექსპორტო რეჟიმების შესახებ.

ანგარიშში განხილულია  ფერმერების ინფორმირებულობის ხარისხი, თუ რამდენად სრულყოფილ ინფორმაციას ფლობენ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველად მწარმოებლებზე და მცირე ზომის გადამამუშავებელ საწარმოებზე ვრცელდება.

გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს 5 რეგიონში (კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე ჯავახეთი და გურია) და გამოიკითხნენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი მწარმოებელები და მცირე ზომის გადამამუშავებელი საწარმოები. სულ  500 რესპონდენტი.

ანგარიშში ასევე მოცემულია მნიშვნელოვანი მიგნებები და რეკომენდაციები პოლიტიკის შემმუშავებლებისათვის სასოფლო-სამეურნეო სექტორის კონკურენტუნარიონობის გასაუმჯობესებლად.

კვლევა განხორციელდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ, USAID-ისსამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის ” (ACCESS) – „ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება და მისი გავლენა საქართველოს სასოფლოსამეურნეო სექტორის კონკურენტუნარიანობაზეფარგლებში.

 

დისკუსია გაიმართება  ქართულ ენაზე, ინგლისური სინქრონული თარგმანის თანხლებით.

Write a Comment

<