საჯარო დისკუსია შშმ პირების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ

საჯარო დისკუსია შშმ პირების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ

12 ივლისს, 10:00 სთ-ზე, სასტუმროში Radisson Blu Iveria, ACCESS-ის პროექტის ორგანიზებით გაიმართება საჯარო დისკუსია – „შშმ პირების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის რეფორმა: ხელისუფლების დიალოგი თემის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო სექტორთან“. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართელოს პარლამენტის, ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური სერვისების სააგენტოს, სახალხო დამცველის ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ა) გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის განხორციელების ინსტიტუციური ჩარჩო და სოციალურ მოდელზე გადასვლა; ბ) ქმედუნარიანობის სისტემის და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმა.

დასწრება თავისუფალია.

Write a Comment

<