კონფერენცია „თბილისის ურბანული განვითარების პრობლემები: დიალოგი ეფექტიანი პოლიტიკისათვის“

თარიღი: 20 მაისი, 2016 წ.

ადგილი: IREX-ის განათლების მულტიმედია ცენტრი (MEC)

მისამართი: თბილისი, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქ. #10ა

რეგისტრაციის დასაწყისი: 09:30 სთ

კონფერენციის დასაწყისი: 10:00 სთ

20 მაისს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS-ის პროექტი მართავს კონფერენციას თბილისის ურბანული დაგეგმარების, საგზაო უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო მოძრაობის საკითხებზე. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს კონსტრუქციულ დიალოგს ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტების და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის.

ბოლო წლებში თბილისი სტრუქტურული გამოწვევის წინაშე დადგა: გადატვირთული და მოუწესრიგებელი საგზაო მოძრაობა, გახშირებული საგზაო შემთხვევები, ქაოტური მშენებლობები, რომელის ხარჯზე ქალაქში მწვანე საფარი მცირდება. ეს პრობლემები სერიოზულად აუარესებს თბილისში ცხოვრების სტანდარტებს, აფერხებს ქალაქის მდგრად განვითარებას და ზიანს აყენებს საზოგადოებრივ ჯანდაცვას და ქალაქის ეკონომიკას.

როგორ უნდა გახადოს მთავრობამ თბილისის ქუჩები უფრო უსაფრთხო და ნაკლებად გადატვირთული? რა უნდა იყოს პრიორიტეტი – კერძო მანქანების შემცირება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, თუ მეტი გზების, ესტაკადებისა და მაგისტრალების მშენებლობა? საზოგადოებრივი ტრანსპორტის რომელი სახეობაა თბილისისთვის ყველაზე ოპტიმალური? რა უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტები საქართველოს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის განხორციელებისათვის? როგორ უნდა მოხდეს დედაქალაქში ქაოტური მშენებლობების რეგულირება და მწვანე საფარის შენარჩუნება? რას აკეთებს ქალაქის ხელისუფლება აღნიშნული მიმართულებებით?
ამ და სხვა საკითხებს განიხილავენ კონფერენციაზე მოწვეული ექსპერტები, საჯარო მოხელეები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

Related Articles

Write a Comment

<