ხშირად დასმული კითხვები – სტრატეგიული მხარდაჭერისა და პოლიტიკის კვლევის საგრანტო პროგრამა

ხშირად დასმული კითხვები – სტრატეგიული მხარდაჭერისა და პოლიტიკის კვლევის საგრანტო პროგრამა

სტრატეგიული მხარდაჭერისა და პოლიტიკის კვლევის საგრანტო პროგრამა

ხშირად დასმული კითხვები

  1. კითხვა

იმ შემთხვევაში, თუ ვერ მივიღებთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერის წერილს, იქნება თუ არა ეს ჩვენი განაცხადისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი?

პასუხი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან მხარდაჭერის წერილის ვერ წარდგენა არ მოახდენს უარყოფით გავლენას საპროექტო განაცხადის შეფასებაზე. თუ გაქვთ სამინისტროსთან მუშაობის კონკრეტული გეგმები, ან უკვე მუშაობთ მათთან, აღწერეთ ეს უშუალოდ საპროექტო განაცხადში. ადვოკატირების და კვლევის გარდა, საგრანტო პროგრამა არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაციის კომპონენტს.

  1. კითხვა

მე-2 დანართში აღნიშნული მეორე თემის სამივე საკითხი (ეროვნული სასწავლო გეგმა, მასწავლებელთა კომპეტენციები და პროფესიული განვითარება, სკოლის მართვა და მშობელთა ჩართულობის შეფასება) თქვენი ხედვით ურთიერთდაკავშირებულია თუ არა? არის თუ არა მოლოდინი, რომ ანალიზი ამ სამივე საკითხს შეეხოს, თუ მხოლოდ ერთს, მაგ. მასწავლებელთა კომპეტენციებსა და პროფესიულ განვითარებას?

პასუხი

თავად ორგანიზაციის გადასაწყვეტია, თუ რამდენად დაკავშირებულია ერთმანეთთან სამივე საკითხი (მასწავლებელთა კომპეტენციები, მათი პროფესიული უნარები და სკოლის მართვა, მათ შორის მშობლების ჩართულობა). ჩვენი დაკვირვებით, ერთ საკითხზე კონცენტრირებული საპროექტო განცხადებები უფრო  სიღრმისეული და დეტალურია, იძლევა მიზანმიმართული კომუნიკაციის საშუალებას და უფრო რეალისტურია ცვლილებების მიღწევის თვალსაზრისითაც. შერჩეული თემის რელევანტურობა ასევე დამოკიდებულია აპლიკანტი ორგანიზაციის პროფილსა (მაგ. ზოგადი პროფილის think tank-ია თუ ვიწრო სპეციალიზაციის ორგანიზაცია) და მის მიერ გამოყენებულ მეთოდებზე.

  1. კითხვა

შეიძლება თუ არა, რომ პარტნიორი ორგანიზაცია პროექტის აქტივობების შემსრულებელიც იყოს პროექტის ბიუჯეტის ფარგლებში? თუ კი, რა თანაფარდობით უნდა გაიწეროს პარტნიორი ორგანიზაციის მონაწილეობა აქტივობების, ან თუნდაც ბიუჯეტის თვალსაზრისით?

პასუხი

დიახ, შეიძლება. თუმცა, ამ ეტაპზე პროექტის ბიუჯეტს არ ვითხოვთ და არც რაიმე თანაფარდობა გვაქვს დაწესებული თუ აქტივობების და ბიუჯეტის რა ნაწილი შეიძლება განახორციელოს აპლიკანტმა და რა ნაწილი – მისმა პარტნიორმა. როგორც წესი, აპლიკანტი ორგანიზაცია ასრულებს წამყვან როლს პოლიტიკის კვლევასა და ადვოკატირებაში, ხოლო პარტნიორი ორგანიზაცია ასრულებს დამხმარე ფუნქციას (მაგ: კომუნიკაციის კამპანიაში, ან სხვა ფუნქციებში). თუმცა, შესაძლებელია, რომ ორივე ორგანიზაცია (აპლიკანტიც და პარტნიორიც) თანაბრად იყოს ჩართული როგორც კვლევაში, ასევე სხვა აქტივობებში. საგრანტო თანხას იღებს აპლიკანტი ორგანიზაცია, რომელიც ასევე პასუხისმგებელია პროექტის ანგარიშგებაზე.

  1. კითხვა

აპლიკაციის ფორმის მე-4 კითხვა ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებას. შეიძლება თუ არა ამ სექციაში ჩაიწეროს პარტნიორი კომპანიის გამოცდილება და მოხდება თუ არა მისი გამოცდილების გათვალისწინება პროექტის შეფასებისას? თუ, უმჯობესია ეს ინფორმაცია მე-5 კითხვის ქვეშ, პარტნიორის როლის დასაბუთებასთან ერთად იქნეს მოცემული?

პასუხი

აპლიკაციის ფორმის მე-4 კითხვა აპლიკანტი ორგანიზაციის ექსპერტიზას და გამოცდილებას ეხება. აქ ასევე გვაინტერესებს პროექტის განმახორციელებელი გუნდის (მათ შორის პარტნიორი ორგანიზაციიდანაც) ექსპერტიზა და რეზიუმეებიც. მე-5 კითხვა უშუალოდ პარტნიორი ორგანიზაციის როლს ეხება. შესაბამად, პარტნიორი ორგანიზაციის ექსპერტიზის და მისი როლის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ გადაანაწილოთ ორივე კითხვაზე გაცემულ პასუხებში.

  1. კითხვა

ჩვენ რამდენიმე საკითხით ვართ დაინტერესებული განათლების სფეროში. გვაინტერესებს, მოგვიწევს თუ არა საკითხებზე ცალ-ცალკე კვლევის ჩატარება, თუ შეიძლება ეს რამენაირად ინტეგრირებულად გაკეთდეს?

პასუხი

საგრანტო კონკურსის განაცხადში აპლიკანტებს მოვუწოდებთ, რომ აქცენტი გააკეთონ ერთ კონკრეტულ საკითხზე და არა ბევრზე. ერთ საკითხზე კონცენტრირების შემთხვევაში ცვლილების მიღწევის ალბათობა უფრო მეტია, განაცხადიც (შემოთავაზებული კვლევებიც) უფრო ფოკუსირებული. თუმცა,  საკითხის/იდეის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ იგი არ იყოს ძალიან ფართო (მაგ. განათლების ხარისხი), ან ზედმეტად ვიწრო (ტექნიკური). ის ასევე პირდაპირ უნდა ეხმიანებოდეს მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემ(ებ)ის მოგვარებას, რომელიც ფოკუს ჯგუფების დისკუსიის ანგარიშშია აღწერილი და ძირითადად ეხება შემდეგ საკითხებს: საჯარო სკოლებში  სწავლების დაბალი ხარისხი, მასწავლებლების მიერ გამოყენებული მოძველებული მეთოდოლოგია, მასწავლებლების დაბალი კვალიფიკაცია, ახალგაზრდა მასწავლებლების ნაკლებობა და სწავლების დაბალ ხარისხთან დაკავშირებული სხვა საკითხები (იხ. ანგარიში დანართში).

  1. კითხვა

რამდენად მისაღებია პროექტის ფარგლებში policy paper-ების შემუშავება და დაინტერესებულ მხარეებთან (ე.წ. სტეიკჰოლდერებთან) კომუნიკაცია?

პასუხი

აპლიკანტს მოეთხოვება შერჩეული საკითხის კვლევა და შედეგების კომუნიკაცია – ამას შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკის დოკუმენტების (policy paper), კვლევის ანგარიშის, ან სხვა წერილობითი ფორმები. ფორმების შერჩევა აპლიკანტის გადასაწყვეტია. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ კომუნიკაცია უნდა იყოს მიმართული ფართო საზოგადოებაზე და არა მხოლოდ პროექტის სტეიკჰოლდერებთზე. კვლევაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის მარტივად გასაგები საკომუნიკაციო კამპანიების განხორციელება. კონკურსში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სტრატეგიულ კომუნიკაციას. ამ მოთხოვნებზე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საგრანტო განაცხადში.

  1. კითხვა

გვაინტერესებს მოიმატებს თუ არა გრანტის მიღების შანსი, თუ შევძლებთ განათლების შემდეგ დონეების კვლევას: ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული.

პასუხი

საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ აპლიკანტებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ მოქალაქეთა ფოკუს ჯგუფებში დაფიქსირებულ პრობლემებს. ესენი კი ძირითადად ზოგადი განათლების დონეს ეხებოდა. უმაღლესი  და პროფესიული განათლება ექსპერტებთან და საჯარო მოხელეებთან გამართულ შეხვედრებზე დასახელდა. ეს საკითხები ნაკლებად აქტუალურია მოქალაქეებისთვის. ისიც გასათვალისწინებელია რომ პროფესიული განათლების სფეროში არსებობს USAID-ის სხვა პროგრამა – Industry-led Skills Development Program.  ამიტომ პასუხი ერთმნიშვნელოვნია – არა თუ არ მოიმატებს, არამედ მოგების შანსი დაიკლებს. აქცენტი უნდა გაკეთდეს მხოლოდ ზოგად განათლებაზე. თუმცა თუ საქმე ეხება მასწავლებლების პროფესიულ მომზადებას/განათლებას, ეს უშუალოდ უკავშირდება სწორედ ზოგადი განათლების პრობლემებს და ის ჯდება პრიორიტეტულ საკითხებში. ამასთან, ახალი სკოლის მოდელის კვლევა უკვე მიმდინარეობს და მასზე განაცხადის შემოტანა არაა რეკომენდირებული.

  1. კითხვა

პროექტის ფარგლებში ჩვენს უნივერსიტეტში ვგეგმავთ უნიკალური მოდელების განვითარებას და ვფიქრობთ, რომ ეს სასერტიფიკატო კურსები შეიძლება პროექტის ნაწილიც იყოს.

პასუხი

როგორც საგრანტო განაცხადშია აღნიშნული, the USAID Civil Society Engagement Program will not fund applications that propose any of the following: …. Trainings as the core activity of the project. However, the Program may fund projects that involve training/seminars as one of the components used to achieve overall project objectives. შესაბამისად, საპროექტო განაცხადი ძირითადად აქცენტს უნდა აკეთებდეს პოლიტიკის კვლევასა და კომუნიკაციაზე. თუ მას ასევე მოყვება ცვლილებები კერძო სასწავლებლის ტრენინგ კურსებში, ეს შეგიძლიათ აღნიშნოთ როგორც დამატებითი ინფორმაცია (მდგრადობის კონტექსტში). ტრენინგები ვერ იქნება პროექტის მთავარი აქტივობა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ კვლევას სასურველი შედეგი უნდა მოჰყვეს საჯარო პოლიტიკის სფეროში და არა მხოლოდ აკადემიური, ან კერძო ორგანიზაციის პროგრამების დონეზე. მაგალითად, პროექტის მიზანი შეიძლება იყოს ცვლილებების განხორციელება მასწავლებელთა პროფესიული მომზადების სახელმწიფო პოლიტიკაში და არა  მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების კურსების დანერგვა რომელიმე კონკრეტულ უნივერსიტეტში.

  1. კითხვა

იქნებ დამატებით განგვიმარტოთ თუ რა იგულისხმება მე-8 კითხვაში.

პასუხი

უნდა წარმოადგინოთ ერთგვერდიანი ცხრილი word-ის ან excel-ის ფორმაში, რომელშიც ერთ სვეტში მითითებულია აპლიკანტი ორგანიზაციის წლიური  საოპერაციო/ადმინისტრაციული ხარჯები (ოფისის ქირა, კომუნალურები, თანამშრომლების ხელფასები, კომუნიკაცია და სხვ.), ხოლო მეორე სვეტში – სხვა დონორის მიერ ამ ხარჯების რა პროცენტი ან რაოდენობა იქნება დაფარული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემოთავაზებული პროექტის განხორციელების პერიოდში. ეს ინფორმაცია შეგვიქმნის წარმოდგენას, თუ მოთხოვნილი თანხიდან დაახლოებით რა ნაწილი დაიხარჯება ადმინისტრაციულ ხარჯებზე და რამდენი დარჩება კვლევის და კომუნიკაციის, ანუ პროგრამულ აქტივობებზე. თუ ორგანიზაცია ძალიან დიდია და რამდენიმე პროგრამას მოიცავს, ამ შემთხვევაში გვაინტერესებს მხოლოდ შესაბამისი პროგრამის ადმინისტრაციული ხარჯები.

  1. კითხვა

გთხოვთ, გაგვიზიაროთ რამდენად პრიორიტეტული და შესაბამისია პროგრამის მოთხოვნებთან მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე/არმქონე პირების მდგომარეობის კვლევა საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არსებული ტერიტორიების მასშტაბით და კვლევის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების ადვოკატირება.

პასუხი:

დიახ, მარტოხელა მშობლების პრობლემები, ისევე როგორც სხვა ცალკეული მოწყვლადი სოციალური ჯგუფებისა, პრიორიტეტულია პროგრამისთვის. თუმცა, ცალკეული მოწყვლადი ჯგუფების თემაზე შემოტანილი განცხადებები კონკურენციაში შედის უფრო ფართო მასებისთვის აქტუალურ პრობლემებზე შემოტანილ განცხადებებთან, რომელთა თემები შეიძლება უფრო მეტად პრიორიტეტულად იქნეს მიჩნეული კომისიის მიერ (კონკურსის შესახებ განცხადებაშიც წერია). თუმცა, ეს  არ ნიშნავს, რომ თემის პრიორიტეტულობა არის ერთადერთი კრიტერიუმი – გამარჯვებული პროექტების შერჩევა ხდება მრავალი კრიტერიუმის გათვალისწინებით, რომლებიც კონკურსის შესახებ ინფორმაციაშია აღწერილი.

მარტოხელა დედები მონაწილეობდნენ USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მიერ ჩატარებულ ფოკუს ჯგუფის დისკუსიებში, რომლის ანგარიში თანდართულია საგრანტო განაცხადთან ერთად. მარტოხელა დედები მონაწილეობდნენ სოციალური დაცვის თემაზე შემდგარ დისკუსიაში. მათი მოსაზრებები და საჭიროებები შეგიძლიათ იხილოთ ანგარიშში (პირველი დანართი).

  1. კითხვა

აშშ-ის მთავრობის რომელ საიტზე უნდა იყოს რეგისტრირებული ორგანიზაცია გრანტის მიღებამდე?

პასუხი

გრანტის გაცემამდე, გამარჯვებული ორგანიზაცია, კონკურსის შემდეგ (ან განაცხადის შემოტანამდე) უნდა დარეგისტრირდეს შემდეგ საიტზე: https://sam.gov/content/home

12. კითხვა

გვსურს საგრანტო განაცხადის გაგზავნა საქართველოს უნივერსიტეტთან არსებული პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებზე მუშაობის რამდენწლიანი გამოცდილების მქონე კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise-ის სახელით. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია ეს კვლევითი ინსტიტუტი და რამდენად შევძლებთ შეტანას? ამ მხრივ რაიმე შეზღუდვა ხომ არ გაქვთ?

პასუხი

ამ კონკურსში მონაწილეობა აპლიკანტის სახით შეუძლიათ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს. აკადემიურ ინსტიტუტებს შეუძლიათ იყვნენ პარტნიორები. თუ კვლევითი ინსტიტუტი ცალკე იურიდიული პირია, მაშინ მასაც შეუძლია იყოს აპლიკანტი. თუ უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია, მაშინ არ აკმაყოფილებს კრიტერიუმს. დამოუკიდებელ იურიდიულ პირად დარეგისტრირებულმა ორგანიზაციებმა აპლიკაციაში უნდა დაასაბუთონ თავისი ნიშა, თუ ორგანიზაცია არის 2 წელზე ახალგზარდა.

 

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<