სასწავლო კურსი ახალბედა და გამოცდილი სამოქალაქო აქტივისტებისთვის

სასწავლო კურსი ახალბედა და გამოცდილი სამოქალაქო აქტივისტებისთვის

11-15 აპრილს, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ახალბედა და გამოცდილი სამოქალაქო აქტივისტებისთვის ჩატარდა სასწავლო კურსი, რომელსაც ცნობილი სერბული ორგანიზაცია CANVAS-ის ტრენერები უძღვებოდნენ. ამ ორგანიზაციას 50-ზე მეტ ქვეყანაში სამოქალაქო აქტივისტების სწავლებისა და მენტორობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. კურსის თემა იყო სამოქალაქო აქტივიზმის არაძალადობრივი და კრეატიული ფორმები.

კურსს დაესწრო 20 აქტივისტი თბილისიდან  და რეგიონებიდან (აჭარა, გურია, სვანეთი, სამეგრელო, რაჭა, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი). შერჩეული აქტივისტები მრავალფეროვან საკითხებზე  მუშაობენ –  სათემო განვითარება, გარემოს დაცვა, კულტურა და ხელოვნება, ადამიანის უფლებები და სხვ.

თეორიული ცოდნის მიღების გარდა, ტრენინგზე მონაწილეებმა მათი მიმდინარე/დაგეგმილი სამოქალაქო კამპანიები განიხილეს და საკუთარი გამოცდილება გააანალიზეს, რაც მათ მხარდამჭერების მობილიზებისა და კამპანიების განხორციელების ახლებური მეთოდების განსაზღვრაში დაეხმარა.

მონაწილეების უმეტესობა პირველად შეხვდა ერთმანეთს. ახალ ცოდნასთან ერთად შეძენილი ახალი კონტაქტები მათთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: მივიღე მნიშვნელოვანი ცოდნა, რომელსაც აქტიურად გამოვიყენებ რეგიონში ჩასვლისთანავე. გავიცანი ბევრი საინტერესო და კარგი ადამიანი და ვფიქრობ, რომ ჩვენი გაერთიანებით მნიშვნელოვან ცვლილებებს მოვახდენთ – ამბობს ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილე.

CANVAS-ის წარმომადგენლები ტრენინგის მონაწილეებს სამოქალაქო კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ინდივიდუალურ კონსულტაციებსაც გაუწევენ.

Write a Comment

Leave a Reply

<