საარჩევნო მედიაცენტრების გახსნა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში

საარჩევნო მედიაცენტრების გახსნა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში

26  ივლისს, 12:00 სთ-ზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მედიაცენტრები გაიხსნება. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები მდებარეობს საქართველოს 10 ქალაქში:  ახალციხე, ბათუმი, გორი, მარნეული, ქუთაისი, ოზურგეთი, რუსთავი, საგარეჯო, თელავი და ზუგდიდი. მედიაცენტრების გახნის ცერემონია დაიწყება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის ოფისის ხელმძღვანელის, დაგლას ბოლის ვიდეომიმართვით.

მედიაცენტრები მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზებენ უსაფრთხო და ნეიტრალურ სივრცეს ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიებისთვის. მედიაცენტრები ასევე ხელს შეუწყობენ საარჩევნო კანდიდატებსა და მათი ოლქების ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას, რათა მოქალაქეები გაეცნონ კანდიდატების სააერჩევნო პროგრამებს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.  

უფრო კონკრეტულად, მედიცენტრები შემდეგ ფუნქციებს შეასრულებენ:

  • მედიაბრიფინგების ორგანიზება; სხვადასხვა კანდიდატს შორის წინასაარჩევნო დებატების მოწყობა/ჩატარება;
  • ჟურნალისტებისთვის არჩევნებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება (განახლებული საოლქო საზღვრები, არჩევნების ადმინისტრირების პროცედურები, ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურები, სრულყოფილი სია არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და მათი კანდიდატების შესახებ და ა.შ.)
  • არჩევნების დღეს მედიაცენტრებში ჩატარდება არჩევნებთან დაკავშირებული თითქმის ყველა საქმიანობა: ბრიფინგები დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის, ადგილობრივი ჯგუფებისთვის, ასევე პოლიტიკური პარტიებისთვის. მედიაცენტრები უზრუნველყოფენ შესაბამის ტექნიკურ აღჭურვილობას და მაღალი სიჩქარის ინტერნეტს. ცენტრში გარანტირებული იქნება უსაფრთხო და ნეიტრალური სამუშაო გარემო.

მედიაცენტრების სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი, 10:00 – 19:00 სთ. არჩევნების დღეს მედიაცენტრები გაიხსნება საარჩევნო უბნების გახსნამდე ერთი საათით ადრდე და იმუშავებს მთელი დღის განმავლობაში. მედიაცენტრები ფუნქციონირებას განაგრძობენ 2016 წლის დეკემრბის ჩათვლით.

მედიაცენტრების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში. 

დამატებითი ინფორმაცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე www.cce.ge, ასევე ACCESS-ის პროექტის ვებგვერდზე. 

 

Related Articles

Write a Comment

<