ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობის პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის

ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობის პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS-ის პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობის პროგრამას აცხადებს. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ.

პროგრამის ფარგლებში EWMI ACCESS-ის პარტნიორი  ორგანიზაცია – კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ორგანიზაციული განვითარების კუთხით მათთვის საჭირო დახმარებას გაუწევს (კონსულტაციები, ტრენინგი, დოკუმენტებზე მუშაობა და ა.შ.).  პირველ ეტაპზე მოხდება თითოეული ორგანიზაციის შესაძლებლობების შეფასება სპეციალური ინსტრუმენტის (კითხვარის) მეშვეობით, რის შემდეგაც შედგება  ორგანიზაციის ინდივიდუალური განვითარების გეგმა. ამ გეგმის მიხედვით, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) შერჩეულ ორგანიზაციებს დახმარებას გაუწევს შემდეგ საკითხებში: მმართველობა. ფინანსური მართვა, ადმინისტრაცია, ადამიანური რესურსების მართვა, ფინანსური მდგრადობა, სტრატეგიული დაგეგმვა, თანხების მოზიდვა, ორგანიზაციული მართვა, და პროექტის მართვა.

 

კონკურსის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთთანდართულ ფაილში. Call for Statements of Interest- Capacity Development Assistance for Georgian CSOs

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადა – 13 მაისი, 2016.

Related Articles

Write a Comment

<