დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები: დემოკრატიული დიალოგის ხელშეწყობა

Back to homepage

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩრთულობის პროგრამა ფინანსურ და პროგრამულ მხარდაჭერას უწევს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებს რეგიონებში დემოკრატიული დიალოგის და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით.

2011 წლიდან USAID-ის დახმარებით საქართველოს 10  ქალაქში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები დაარსდა, რომლებიც მოქალაქეებს  საჯარო დისკუსიების გასამართად პოლიტიკურად ნეიტრალურ სივრცეს სთავაზობენ. ცენტრებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს და ჯგუფს (პოლიტიკური პარტია, მედია, პროფესიული კავშირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესი და ა.შ.) მიუხედავად მათი პოლიტიკური თუ სოციალური კუთვნილებისა,მხოლოდ იმ პირობით, რომ ისინი პატივის სცემენ  დემოკრატიული და კონსტრუქციული ჩართულობის პრინციპს და არ წაახალისებენ ძალადობას და/ან დისკრიმინაციას.

თითოეულ ცენტრს აქვს დაახლოებით 70 ადამიანზე გათვლილი შეხვედრების ოთახი; მცირე ზომის, 10-15 ადამიანზე გათვლილი შეხვედრების ოთახი, ინტერნეტში ჩართული ხუთი კომპიუტერი, მმართველობისა და დემოკრატიის საკითხებზე შექმნილი გამოცემების ბიბლიოთეკა და ადმინისტრაციული ოფისი. შეხვედრების ოთახების დაჯავშნა შესაძლებელია ცენტრების ვებგვერდის მეშვეობით ncce.ge.

მოქალაქეთა მხრიდან მაღალმა ნდობამ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელს“ შესაძლებლობა მისცა, რომ დემოკრატიულ პროცესებში 650,000-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო. 2012-2020 წლებში ცენტრებმა ორგანიზება გაუწიეს დაახლოებით 32,000 საჯარო შეხვედრას. ცენტრების მიერ ორგანიზებულმა დისკუსიებმა ხელი შეუწყო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების, საარჩევნო პროც

ესების, დეზინფორმაციული კამპანიების, ქალთა საკითხების, უმცირესობათა პრობლემებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო.

საქართველოს რეგიონების დიდ ნაწილში ცენტრების მიერ შეთავაზებული პლატფორმა და რესურსები უნიკალურია. კვლევის თანახმად, ცენტრების მიერ შემოთავაზებული სივრცეების არარსებობის შემთვევაში მომხმარებელთა 40-50% ვერ შეძლებადა სამოქალაქო ღონისძიებებისა და აქტივობების გამხორციელებას.

ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად 2016 წლის ივლისიდან ცენტრებში ფასიანი სერვისები დაინერგა, კერძოდ: საკონფერენციო ოთახის გაქირავება, შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება, ღონისძიებების უზრუნველყოფა კვებით და ა.შ. თუმცა, სერვისები უფასო დარჩა ადგილობრივი (რეგიონებში მოქმედი) არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიისთვის, თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის, სამოქალაქო აქტივისტებისთვის და საინიციატივო ჯგუფებისთვის.

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელს ეხმარება ორგანიზაციული მდგრადობის და დაფინანსების ახალი წყაროების მოპოვებაში. ცენტრების თანამშრომლები გადიან ტრენინგებს, კონსულტაციებსა და სხვა სახის დამხარებას ამ მიმართულებით.

Write a Comment

<