ინოვაციების და გამოწვევების საგრანტო პროგრამა

ინოვაციების და გამოწვევების საგრანტო პროგრამა

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა აცხადებს ღია საგრანტო კონკურსს „ინოვაციების და გამოწვევების გრანტებზე“. კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამოქალაქო მოძრაობების, პროფესიული ასოციაციებისა და მოქალაქეთა არარეგისტრირებული გაერთიანებების ინიციატივებს, რომლებიც მიმართული იქნება მოქალაქეთა ჩართულობის ან/და სათემო აქტივიზმის გაზრდისკენ.

ამ კონკურსის ფარგლებში გაიცემა რვა გრანტი. რეგისტრირებული სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის გასაცემი გრანტების  ბიუჯეტი $10,000-დან $30,000-მდე იქნება, ხოლო მოქალაქეთა არარეგისტრირებული გაერთიანებებისთვის გასაცემი გრანტების ბიუჯეტი $1,000-დან $10,000-მდე. ორივე ტიპის გრანტების ხანგრძლივობა კი – 12 თვემდე.

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება 19 აპრილს.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2023 წლის 27 აპრილი.

დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსზე, სააპლიკაციო ფორმა და ბიუჯეტის ნიმუში იხილეთ თანდართულ ფაილებში (ქართულ, ინგლისურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე).

საგრანტო კონკურსის აღწერა – ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსი – მარტი, 2003

სააპლიკაციო ფორმა ქართულ ენაზე – სააპლიკაციო ფორმა

ბიუჯეტის ფორმა ქართულ ენაზე – ბიუჯეტის ფორმა

დოკუმენტები ინგლისურ ენაზე – Innovation and Challenge Grants – ENG 

დოკუმენტები ზარებაიჯანულ ენაზე – ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსი – AZE

დოკუმნეტები სომხურ ენაზე – ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსი – ARM

Write a Comment

<