ღია სამუშაო სივრცე არჩევნების დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში

ღია სამუშაო სივრცე არჩევნების დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში

ხვალ, 8 ოქტომბერს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს საარჩევნო სუბიექტებს, პოლიტიკურ პარტიებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, წინასწარი დაჯავშნის გარეშე, შეეძლებათ გამოიყენონ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის სივრცე და კომპიუტერული ლაბორატორია ინფორმაციის გაცვლის, კოორდინაციის, სამოქალაქო აქტივობის, ბრიფინგებისა და მედიასთან ურთიერთობისთვის.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები შაბათს იმუშავებს 7:00 საათიდან გვიან ღამემდე.

იყავით ჩართულები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მისამართები შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე  – www.cce.ge

Write a Comment

<