სამოქალაქო ფესტივალი “გუდიაშვილი გელოდება” Civic Festival
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ტფილისის ჰამქარი“, EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, გუდიაშვილის მოედანზე და ბეთლემის ქუჩაზე სამოქალაქო ფესტივალს მართავენ, სადაც დამსწრეებს გუდიაშვილის და ორბელიანის მოედნების რესტავრაციის სამოქალაქო მონიტორინგის შედეგებს გააცნობენ. ფესტივალის ფარგლებში ასევე ჩატარდება შემეცნებითი ტური გუდიაშვილის მოედანზე და მოეწყობა ფოტოგამოფენა. ღონისძიება 14:00 სთ-ზე გუდიაშვილის მოედნის საინფორმაციო ტურით დაიწყება და ბეთლემის ქუჩაზე გაგრძელდება. ინფორმაცია ღონისძიების შესახებ იხილეთ აქ.