მოქალაქეთა ჩართულობის წარმატებული მიდგომების გაზიარება / Experience-sharing on Innovative Civic Engagement Practices
1 სექტემბერს, 13:00 სთ-ზე, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (ახალციხე, მანველიშვილის ქ.19), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტი“ (ACCESS) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია – „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“ გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებისთვის თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართვის ინოვაციურ და წარმატებულ გზებზე.