მოქალაქეთა ჩართულობის წარმატებული მიდგომების გაზიარება / Experience-sharing on Innovative Civic Engagement Practices
30 აგვისტოს, 13:00 სთ-ზე, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (რუსთაველის ქ. 52) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტი“ (ACCESS) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია – „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“ გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებისთვის თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართვის ინოვაციურ და წარმატებულ გზებზე.