სატელევიზიო რუბრიკა „ძალა ევროპაშია“

სატელევიზიო რუბრიკა „ძალა ევროპაშია“

რუსთავი 2-ის გადაცემა „სხვა შუადღე“, EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, კვლავ წარმოგიდგენთ ტელერუბრიკას #ძალაევროპაშია, რომელიც ეთერში გადის ყოველ მეორე შაბათს, 12:30 სთ-დან. რუბრიკის მიზანია მაყურებლებისთვის დასავლეთის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და ანტიდასავლური მითებისა და დეზინფორმაციის გაქარწყლება. ყოველი რუბრიკა იწყება 10-წუთიანი ტელესიუჟეტით და გრძელდება დისკუსიით, რომელსაც უძღვებიან პოპულარული წამყვანები და მწერლები – ლაშა ბუღაძე, დათო ტურაშვილი, ნესტან (ნენე) კვინიკაძე და ქეთი დევდარიანი. წამყვანები საუბრობენ, თუ რა ღირებულებები აერთიანებთ ქართველებს და ევროპელებს, რა მითებია გავრცელებული ევროპისა და ზოგადად დასავლეთის წინააღმდეგ, რა კვალი დატოვა საბჭოთა წარსულმა საქართველოს განვითარებაზე და ა.შ. გარდა ამისა, ყოველი გადაცემის შემდეგ მზადდება ერთწუთიანი საინფორმაციო ვიდეოები, სადაც შეჯამებულია გადაცემის მთავარი მესიჯები, ფაქტები და არგუმენტები. საინფორმაციო ვიდეოები რუსთავი 2-ის ეთერში დღეში რამდენიმეჯერ გადაიცემა.

Related Articles

Write a Comment

<