აუტიზმის მქონე ზრდასრული პირებისათვის სოციალური სერვისების დანერგვა

საქართველოში აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანები 18 წლის შესრულების შემდეგ აუცილებელი სერვისების გარეშე რჩებიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლების დამოუკიდებელ კონსულტანტთა კოლეგია“, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე 18+ ასაკის პირებისთვის პროფესიული სარეაბილიტაციო სერვისების მოდელის განვითარებასა და დანერგვაზე მუშაობს.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, მშობლები, ასევე სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები შედიან. ჯგუფში განიხილება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 18+ ადამიანების გამოწვევები, მათი სოციალური ინტეგრაციისათვის საჭირო სერვისები, ამ სერვისების შექმნისათვის საკანონმდებლო, თუ ორგანიზაციული საკითხები და შესაბამისი რესურსები.

29-30 ივნისს  სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. რამდენიმე თვის წინ ორგანიზაციამ ასევე მიმართა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს მიზნობრივი სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდების საჭიროების შესახებ თემატური მოკვლევის დაწყების მოთხოვნით.

Write a Comment

<