ACCESS–ის ფინანსური მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაციამ – „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“ თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მიზნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინოვაციური მეთოდი დანერგა: სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით დაინტერესებულ მოქალაქეებს რეგულარულად მისდით მოკლე ტექსტური შეტყობინება (sms) საკრებულოს ბიუროების, კომისიების და სხდომების თარიღის, განსახილველი საკითხების და დასწრების პროცედურების შესახებ. sms-ების სისტემა ივლისში დაინერგა და მასში უკვე 832 ოზურგეთის მკვიდრი ჩაერთო. პროგრამა ინტეგრირებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, სადაც მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და ჩაერთონ შეტყობინებების სისტემაში. პროგრამა ასევე საშუალებას იძლევა მოქალაქეებს მათი ინტერესის სფეროების მიხედვით მიუვიდეთ შეტყობინებები. საკრებულოს სხდომების შემდეგ მოქალაქეებს ასევე ეგზავნებათ ინფორმაცია სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ (ლინკები).
29 აგვისტოდან 2 სექტემბრის პერიოდში ამ მეთოდის გაცნობის და გამოცდილების გაზიარების მიზნით EWMI ACCESS-ი და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი მართავენ საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში: ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, ახალციხე, გორი და რუსთავი. შეხვედრებზე დაინტერესებული არასამთვრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ აღნიშნული ინიციატივაზე და მისი დანერგვისა და მუშაობის გამოცდილებაზე
EWMI ACCESS-ი რეგულარულად მართავს მსგავს შეხევდრებს საქართველოს რეგიონებში, რათა არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვა დაინტერესებულ პირებს მოქალაქეთა ჩართულობის და ზოგადად, სამოქალაქო აქტივიზმის წარმატებული მაგალითები და გამოცდილება გაუზიაროს.
Leave a Reply