სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN) უერთდება კამპანიას „ეს შენ გეხება“

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN) უერთდება კამპანიას „ეს შენ გეხება“

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების ყველაზე დიდ და წარმომადგენლობით ქსელს, უერთდება არასამთავრობო სექტორის მიერ ინიცირებულ კამპანიას „ეს შენ გეხება.“

ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენებას და მოვითხოვთ, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და რესურსების სრულ მობილიზებას, რათა თავიდან იქნას აცილებული უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი მასალის გავრცელება, უზრუნველყოს უკვე მომხდარი დანაშაულების სრულყოფილი, სწრაფი გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა.

სამწუხაროდ, ვითარების უკიდურესი დრამატიზება არის იმის შედეგი, რომ ვერ მოხდა წლების განმავლობაში დამკვირდებული მანკიერი პრაქტიკის როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი შეფასება, არ მოხდა აღმოჩენილი პირადი ინფორმაციის შემცველი ათიათასობით ფაილის შესახებ ეფექტიანი გამოძიება, ისევე როგორც გამოვლენილი დანაშაულის ჩამდენების ადექვატური დასჯა.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ ყველა სამოქალაქო ორგანიზაციას და მოქალაქეს, შემოუერთდეს კამპანიას „ეს შენ გეხება“, რითიც არა მხოლოდ არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურებას და დამნაშავეთა გამოვლენასა და დასჯას მოვითხოვთ, არამედ ფარული თვალთვალისა და მიყურადების განახლებულ პრაქტიკასაც გავაპროტესტებთ.

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი მონაწილეობას მიიღებს საპროტესტო მსვლელობაში ფარული თვალთვალის წინააღმდეგ, რომელსაც მოძრაობა „ეს შენ გეხება“ მართავს თბილისში, რომელიც დაიწყება 19 მარტს, 13:00 საათზე ფილარმონიასთან, ისევე როგორც რეგიონებში დაგემილ აქციებში.

1. სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) (რუსთავი)
2. მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“ (გორი)
3. ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი (ლანჩხუთი)
4. ჩვენ ჯანსაღი მომავლისთვის (წეროვანი)
5. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი (ახალციხე)
6. ნაბიჯი ხარაგაული (ხარაგაული)
7. ასოციაცია „სპექტრი“ (საგარეჯო)
8. სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია (რუსთავი)
9. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი-მცხეთა–მთიანეთის რეგიონული კომიტეტი (მცხეთა)
10. ასოციაცია „ჭიათურელთა კავშირი“ (ჭიათურა)
11. გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი (ოზურგეთი)
12. სთეფ ფორვარდი (ბათუმი)
13. ასოციაცია „ათინათი“ (ზუგდიდი)
14. უკეთესი მომავლისათვის (წეროვანი)
15. ასოციაცია ,,დეა” (ზუგდიდი)
16. ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი (ოზურგეთი)
17. დუშეთის განვითარების ფონდი (დუშეთი)
18. დემოკრატიის ინსტიტუტი (ბათუმი)
19. რეგიონის განვითარების ცენტრი (თელავი)
20. ასოციაცია „ტოლერანტი“ (ახალციხე)
21. დემოსი (რუსთავი)
22. ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი (ტყიბული)
23. საზოგადოება „ბილიკი“ (გორი)
24. ასოციაცია „ზეკარი“ (ამბროლაური)
25. რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი (ამბროლაური)
26. ასოციაცია “იმედი” დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის (ზუგდიდი)
27. ახალი ინიციატივა ქვემო ქართლში (გარდაბანი)
28. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრი”(ქუთაისი)
29. ქვემო ქართლის საზოგადოებრივ-საინფორმაციო ცენტრი (ბოლნისი)

Write a Comment

Leave a Reply

<