დიკუსია – მოსახლეობის დამოკიდებულება ევროინტეგრაციისადმი და კომუნიკაციის სახელმწიფო სტრატეგია
15 დეკემბერს, 14:00 სთ-ზე, სასტუმრო თბილისი მარიოტში (რუსთაველის გამზ. 13) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ორგანიზებით გაიმართება დისკუსია, რომლის მიზანია ევროინტეგრაციის პროცესისადმი მოსახლეობის, მათ შორის ახალგაზრდების, აზრის გამოკითხვების შედეგების განხილვა და ევროინტეგრაციის კომუნიკაციის სახელმწიფო სტრატეგიაზე მსჯელობა.
დისკუსიაზე გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაცია – მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის „ახალგაზრდების დამოკიდებულება ევროინტეგრაციის პროცესისადმი“ პრეზენტაცია. ასევე განხილული იქნება CRRC-ის მიერ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ინიციატივით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის – „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებებისა და ცოდნის შეფასება“ შედეგები. კომუნიკაციის ექსპერტები აღნიშნული კვლევების და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ევროინტეგრაციის კომუნიკაციის სტრატეგიის შემდგომი გაუმჯობესების გზებზე იმსჯელებენ.
დღის წესრიგი:
მისასალმებელი სიტყვა
14:00 – 14:10 – თამარ ქაროსანიძე, ACCESS-ის პროგრამის ხელმძღვანელი
პრეზენტაციები:
14:10 – 14:30 – თამარ კინწურაშვილი, მედიის განვითარების ფონდის (MDF) გამგეობის თავმჯდომარე; ლელა ხომერიკი, მედიის განვითარების ფონდის (MDF) მკვლევარი – „ახალგაზრდების დამოკიდებულება ევროინტეგრაციის პროცესისადმი“ – კვლევის შედეგების პრეზენტაცია და რეკომენდაციები.
14:30 – 14:50 – კობა თურმანიძე, CRRC საქართველოს ხელმძღვანელი – კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებებისა და ცოდნის შეფასება“ შედეგების შესაძლო გამოყენება ევროინტეგრაციის შესახებ კომუნიკაციის სტრატეგიის დაგეგმვაში
14:50 – 15:10 – ეჰტელ ჰალისტე – აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის კომუნიკაციისა და სახალხო დიპლომატიის ექსპერტი – ესტონეთის გამოცდილების გაზიარება: მოსაზრებები ევროინტეგრაციის თაობაზე საქართველოს სახელმწიფო კომუნიკაციის სტრატეგიასთან დაკავშირებით
15:10 – 15:30 – სალომე სამადაშვილი, სტრატეგიული კომუნიკაციისა და დემოკრატიის ცენტრის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი – ეფექტიანი კომუნიკაციის სტრატეგია რუსეთის პროპაგანდისა და ევროკავშირისადმი მზარდი სკეპტიციზმის ფონზე
15:30 – 15:50 – მარიამ რაქვიაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის სახელმწიფო სტრატეგია: წარსულის შეფასება, სამომავლო გეგმები.
15:50 – 17:00 – დისკუსია
Leave a Reply