სასწავლო კურსი საინიციატივო ჯგუფებისთვის კულტურისა და ხელოვნების სფეროში

სასწავლო კურსი საინიციატივო ჯგუფებისთვის კულტურისა და ხელოვნების სფეროში

26-29 სექტემბერი, 2023

 

სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ მათ, ვინც უკვე მუშაობს ცვლილებებისთვის კულტურისა და ხელოვნების სფეროში და თანამოაზრეებთან ერთად, ცდილობს გაუმჯობესდეს ამ სფეროში მომუშავე ადამიანების სამუშაო პირობები და სფეროს მართვის სისტემა უკეთესობისკენ შეცვალოს. 

სასწავლო კურსის შესახებ:

სასწავლო კურსი კულტურისა და ხელოვნების სფეროს მოძრაობებისა და საინიციატივო ჯგუფების წევრებს არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და  მხარდამჭერების მობილიზების მრავალფეროვან მიდგომებს გააცნობს. კურსი ერთმანეთთან დააკავშირებს თანამოაზრეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მონაწილეებს ექნებათ საშუალება, კურსის მსვლელობისას შეიმუშაონ ერთობლივი ან/და ინდივიდუალური გეგმები  მომავალი საქმიანობისთვის.

ოთხდღიანი კურსის მიმდინარეობისას მონაწილეები იმუშავებენ კამპანიებისა და სამოქმედო გეგმების მონახაზებზე და საჭიროების შემთხვევაში, კურსის შემდგომაც მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს დაგეგმილი ინიციატივების ეფექტიანად  განსახორციელებლად ან/და სასწავლო კურსზე მიღებული ცოდნის გასაღრმავებლად. 

სასწავლო კურსს წამყვანი სერბული ორგანიზაციის — CANVAS-ის („გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებებისა და სტრატეგიების ცენტრი“) ტრენერები გაუძღვებიან.

 

მონაწილეთა შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები:

  • ხელოვნებისა და კულტურის სფეროში აქტივიზმის (ცვლილებების ინიციირებისა და განხორციელების) გამოცდილება (თანამოაზრეებთან ერთად) ბოლო სამი წლის მანძილზე;
  • ხელოვნებისა და კულტურის სფეროში კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებულ კამპანიებში მონაწილეობის გამოცდილება;
  • ხელოვნებისა და კულტურის სფეროში არსებულ კონკრეტულ პრობლემაზე/გამოწვევაზე მუშაობის მოტივაცია;
  •  ახალი ცოდნის მიღების და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მოტივაცია;
  • სხვა პროფესიულ ჯგუფებთან და მოძრაობების წევრებთან თანამშრომლობის და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების ინტერესი.

 

სასწავლო კურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია:

  • დაესწროთ ოთხდღიან პირისპირ ტრენინგს სრულად 2023 წლის 26-29 სექტემბერს (თბილისთან ახლოს);
  • სასწავლო კურსის შემდეგ, საჭიროებისამებრ, ჩაერთოთ პროგრამით გათვალისწინებულ დამატებით კონსულტაციებში (სასწავლო კურსის პროცესში შემუშავებული სამოქმედო გეგმის/კამპანიის იდეის დასახვეწად);
  • 2024 წელს მონაწილეობა მიიღოთ პროგრამის მიერ დაგეგმილ კავშირების გაძლიერების ღონისძიებებში;
  • მიღებული ცოდნა გაუზიაროთ სხვა (ახალ) აქტორებსა  და თანამოაზრეებს კულტურისა და ხელოვნების სფეროში.

დამატებითი ინფორმაცია:

  •  სასწავლო კურსის გავლისთვის არ გჭირდებათ უცხო ენის ცოდნა;
  • ოთხდღიანი სასწავლო კურსი ჩატარდება თბილისთან ახლოს;
  • USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა დაფარავს მონაწილეების რეგიონებიდან მგზავრობის, სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯებს.

სასწავლო კურსის თემებია:

  • საერთო იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანებისთვის მომავლის ხედვაზე მუშაობა;
  • ძალაუფლების დანაწილების ანალიზი და მხარდამჭერების/თანამოაზრეების გამოვლენა-მობილიზება;  
  • ცვლილების მექანიზმები: როგორ დავარწმუნოთ გადაწყვეტილების მიმღები პირები მოქალაქეების ინტერესების დასაცავად ცვლილებების საჭიროებაში;
  • მიზანმიმართული კომუნიკაცია: ცვლილებებისთვის საჭირო კომუნიკაციის ეფექტიანი გზების განსაზღვრა;
  • კრეატიული ტაქტიკების გამოყენება;
  • სამოქმედო გეგმისა და კამპანიების სტრატეგიების შემუშავება.

როგორ ჩაერთოთ:

სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ განაცხადის ფორმა ონლაინ

ან გადაიღეთ და გამოგზავნეთ  ვიდეო  (მაქსიმუმ 3 წთ.), სადაც უპასუხებთ განაცხადის ფორმაში მითითებულ კითხვებს და ატვირთეთ ონლაინ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 8 სექტემბერი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: mgabunia@ewmi.org

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<