საუნივერსიტეტო ონლაინ კურსი – „არაძალადობრივი მოძრაობების სტრატეგიები – სამოქალაქო და სოციალური კამპანიების ანალიზი“

საუნივერსიტეტო ონლაინ კურსი – „არაძალადობრივი მოძრაობების სტრატეგიები – სამოქალაქო და სოციალური კამპანიების ანალიზი“

20 დეკემბერს დაიწყო სტუდენტების რეგისტრაცია ინგლისურენოვან საუნივერსიტეტო ონლაინ კურსზე – არაძალადობრივი მოძრაობების სტრატეგიებისამოქალაქო და სოციალური კამპანიების ანალიზი“. კურსს გაუძღვება ცნობილი სერბული ორგანიზაცია CANVAS-ი, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტების სწავლებისა და კონსულტირების 20-წლიანი გამოცდილება აქვს 50-ზე მეტ ქვეყანაში.

საუნივერსიტეტო კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან არაძალადობრივი სამოქალაქო მოძრაობებისა და კამპანიების განხორციელების სტრატეგიებს,  მიიღებენ ინფორმაციას სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობაზე და ამ ჩართულობის უზრუნველყოფის გზებზე და სხვ. კურსზე განხილული იქნება სამოქალაქო მოძრაობების პრაქტიკული და თეორიული ასპექტები წარსულში წარმატებული და ამჟამად მიმდინარე არაძალადობრივი სამოქალაქო მოძრაობების მაგალითებზე. დეტალური ინფორმაცია კურსის შესახებ იხილეთ ბროშურაში – Strategies of Non-Violent Movements.

ინგლისურენოვანი ონლაინ კურსი განკუთვნილია ბაკალავრიატის  III-IV კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. პირველ ეტაპზე კურსზე დარეგისტრირება ხუთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეუძლიათ, ესენია: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, სულხან-საბა ორბელიანის ინსტიტუტი.

კურსი დაიწყება გაზაფხულის სემესტრიდან და 16 კვირა გაგრძელდება.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა – 10 თებერვალი, 2022. რეგისტრაცია შესაძლებელია ამ ბმულზე.

საუნივერსიტეტო კურსი ტარდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.

Write a Comment

<