ღია საუბრები გურიაში – წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხემძღვანელები გურიის სოფლების მაცხოვრებლებს ხვდებიან

ღია საუბრები გურიაში –  წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხემძღვანელები გურიის სოფლების მაცხოვრებლებს ხვდებიან

6, 7 და 8 ივლისს თბილისისა  და გურიის წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სოფლების მაცხოვრებლებს შეხვდებიან და მათთან ერთად იმ საკითხებზე ისაუბრებენ, რომლებიც მოსახლეობას ყველაზე მეტად აინტერესებს და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს.  არასამთავრობო ორგანიზაციები, თავის მხრივ, მოსახლეობას საკუთარ საქმიანობას გააცნობენ და მათი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა საკითხზე გაუწევენ კონსულტაციას. შეხვედრებზე საუბარი იქნება იმის შესახებაც, თუ რა ეტაპზეა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და რა სარგებელს იღებს და ელოდება საქართველო ამ პროცესისგან.

შეხვედრები არაფორმალურ გარემოში – ადგილობრივ მაცხოვრებელთა ეზოებსა და სოფლების ქუჩებში გაიმართება. მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა, იმ ადამიანებს, ვისაც ხშირად ხედავენ მედიაში, უშუალოდ დაუსვან შეკითხები და საკუთარი მოსაზრებები გაუზიარონ.

შეხვედრებში შემდეგი ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება,  საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), მედიის განვითარების ფონდი (MDF), eugeorgia.info, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS–ის პროგრამა .

შეხვედრებს ასევე შეუერთდებიან გურიის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციები:  ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი,  გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი და სხვები. შეხვედრებს ორგანიზებას უკეთებს ACCESS–ის პროექტი.

შეხვედრების განრიგი:

6 ივლისი, 15:00 სთ – შევედრა სოფ. მაჩხვარეთში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)

7 ივლისი, 12:30 სთ – შეხვედრა სოფ. ბაილეთში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

14:30 სთ – შეხვედრა სოფ. ჯუმათში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

8 ივლისი, 12:00 სთ – შეხვერდა სოფ. ჯურუყვეთში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)

ღია საუბრების მიზანი არასამთავრობო ორგანზიაციებსა და მოქალაქეებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარებაა. ასეთი შეხვედრები მოსახლეობას საშუალებას აძლევს, უკეთ გაეცნონ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და თავიანთი წვლილი შეიტანონ არასამთავრობო ორგანიზაციების პრიორიტეტების განსაზღვრაში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელის მოადგილეს, ეკა იმერლიშვილს ნომერზე 591 913112 ან ელ. ფოსტის საშუალებით eimerlishvili@ewmi.org

Write a Comment

<