„იმოქმედე ახლა“/ სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა 2020 წლის არჩევნებისთვის

„იმოქმედე ახლა“/ სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა 2020 წლის არჩევნებისთვის

საგრანტო თანხა:                                        $500-დან $5000-მდე

პროექტების ხანგრძლივობა:                   2 კვირიდან – 2 თვემდე  

განაცხადების შემოტანის ვადა:              ღია

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ (EWMI) ACCESS-ის პროექტი აცხადებს სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. საგრანტო პროგრამა საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ორგანიზაციებს თბილისიდან და რეგიონებიდან სწრაფი რეაგირება მოახდინონ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ახლადწარმოქმნილ, მოულოდნელ საჭიროებებზე, საფრთხეებსა თუ შესაძლებლობებზე — ხელი შეუწყონ საფრთხ(ეებ)ის შემცირებას, ან სწორად გამოიყენონ შექმნილი ხელსაყრელი ვითარება, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. შემოთავაზებული იდეები და პრობლემები უნდა იყოს გადაუდებელი და საჭიროებდეს დაუყოვნებლივ გადაწყვეტას/რეაგირებას.

სწრაფი რეაგირების გრანტები შეიძლება გაიცეს ორი ტიპის პროექტებზე:

  • ახლადწარმოქმნილ, მოულოდნელ რისკებსა თუ საფრთხეებზე სწრაფი რეაგირების ინიციატივები.
  • მოულოდნელად გაჩენილი შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენების ინიციატივები.

საპროექტო იდეების შემოტანა შესაძლებელია კონკურსის გამოცხადების დღიდან საგრანტო ფონდის ამოწურვამდე. საგრანტო პროგრამის არსიდან გამომდინარე, EWMI ACCESS-ი მიღებულ საპროექტო იდეებს უმოკლეს ვადაში – 3-7 დღეში განიხილავს და დაამტკიცებს. თუმცა, აპლიკანტებს ვურჩევთ, რომ პროექტის განხორციელება განაცხადის შემოტანიდან 10 დღის შემდეგ დაიწყონ.

სწრაფი რეაგირების გრანტების ფარგლებში არ დაფინანსდება:

  • ორგანიზაციების მიმდინარე პროექტები
  • პროექტებს შორის წყვეტის შევსება
  • პროექტები, რომლებიც მიმდინარე ინიციატივების დუბლირებას ახდენენ
  • უკვე გაწეული ხარჯები

სააპლიკაციო ფორმები მიიღება ელექტრონულად ინგლისურ, ან ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: grants@ewmi.org. ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითეთ „სწრაფი რეაგირების გრანტი – არჩევნები“. სააპლიკაციო ფორმა იხილეთ დანართში.

კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მანანა ტატიშვილს, EWMI ACCESS-ის მონიტორინგისა და შეფასების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს, მისამართზე mtatishvili@ewmi.org. თქვენს კითხვებს EWMI ACCESS-ი 48 საათის განმავლობაში უპასუხებს.

 

სააპლიკაციო ფორმა – EWMI ACCESS – სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსის სააპლიკაციო ფორმა

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<