საუკეთესო გამოცდილების გაზიარების შეხევდრა / Best Practice-sharing event

30 მარტს, 15:00 სთ-ზე, ოზურგეთის დემორკატიული ჩართულობის ცენტრში (ჭავჭავაძის ქ. #14), თბილისიდან და ბათუმიდან მოწვეული ექსპერტები და სამოქალაქო აქტივისტები გამართავენ შეხვედრას თემაზე – ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა და მართვა, თანამოაზრეების მოზიდვა და მედიასთან კომუნიკაცია. 

 მოწვეული სტუმრები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებს,  სამოქალაქო აქტივისტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ ხდება სამოქალაქო კამპანიის დაგეგმვა და წარმართვა, ადვოკატირების და ქსელური მუშაობის რომელი მეთოდებია უფრო წარმატებული და როგორ უნდა მოხდეს მედიასთან ეფექტიანი კომუნიკაცია კამპანიის დაგეგმვის და განხორციელების პროცესში. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება ოზურგეთისთვის მნიშვნელოვანი  საკითხები.

Categories: