ხანდაზმულების სოციალიზაციის ხელშეწყობა

ხანდაზმულების სოციალიზაციის ხელშეწყობა

საქართველოში ხანდაზმული ადამიანები საზოგადოებრივ პროცესებში ნაკლებად მონაწილეობენ. ისინი მოკლებულნი არიან განათლების, თვითრეალიზაციისა და  სოციალიზაციის შესაძლებლობებს.

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭრით,
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივა“ და სოციალური საწარმო „ცოდნის კაფე“ ხანდაზმულთა მხარდასაჭერად სიღნაღის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულებზე ორიენტირებულ საპილოტე პროგრამას იწყებენ, რომელიც სამომავლოდ მუნიციპალურ დონეზე უნდა დაინერგოს.

24 მაისს „ცოდნის კაფემ“ ახალგაზრდებისთვის ფოტოამბების კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის მიზანი საინტერესო უფროსი თაობის აღმოჩენა და ახალგაზრდებისა და უფროსი თაობის ადამიანების დაახლოებაა. კონკურსის მონაწილეებმა ერთი ფოტოთი და მოკლე ისტორიით აუდიტორიას უნდა გააცნონ უფროსი თაობის ადამიანი და მოყვნენ მათ შესახებ.  კონკურსის მეორე ეტაპის მონაწილეები ფოტოგრაფიასა და ციფრულ თხრობაზე მასტერკლასებს დაესწრებიან.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 8 ივნისია. დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა ნამუშევრები უნდა გააგზავნონ ელფოსტაზე  civicinit@gmail.com.

Write a Comment

<