საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობისა და ფილანტროპიის სამართლებრივი გარემოს შეფასება

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობისა და ფილანტროპიის სამართლებრივი გარემოს შეფასება

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ინიციატივით ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობისა და კორპორაციული და ინდივიდუალური ფილანტროპიის სამართლებრივი გარემოს შეფასება საქართველოში.

კვლევა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა — არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრმა (ICNL) და არასამეწარმეო სამართლის ევროპულმა ცენტრმა (ECNL) — მოამზადეს. მისი მიზანი ამ სფეროში არსებული ხარვეზებისა და კარგი პრაქტიკის გამოკვეთა და მომავალში საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესება იყო.

შეფასების დოკუმენტი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შემოწირულობებთან და შემოსავალთან დაკავშირებული ზოგადი რეგულაციები
  • ინდივიდუალური ფილანტროპია
  • კორპორაციული ფილანტროპია
  • ფინანსების მოზიდვის კონკრეტული მეთოდების თავისებურებები
  • შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობიდან
  • სოციალური მეწარმეობა
  • მოხალისეობა
  • სახელმწიფო დაფინანსება.

დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი კანონმდებლობაში და პრაქტიკაში არსებული ხარვეზები და მათი გადაჭრის გზები. მასში გამოკვეთილია არსებული შესაძლებლობები და დადებითი ტენდენციებიც.

შეფასების ანგარიში იხილეთ აქ –ICNL შეფასების ანგარიში

Write a Comment

<