მოქალაქეთა ჩართულობის ახალი საგრანტო პროექტები

მოქალაქეთა ჩართულობის ახალი საგრანტო პროექტები

EWMI ACCESS-ის მიზნობრივი საგრანტო პროგრამით აპრილიდან გაგრძელდა  მოქალაქეთა ჩართულობის პროექტები, რომლებიც წინა წელს წარმატებით ხორციელდებოდა. მიზნობრივი საგრანტო პროგრამა საშუალებას აძლევს EWMI ACCESS-ის პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხანგრძლივად, დაფინანსების წყვეტის გარეშე იმუშავონ სხვადასხვა პრობლემაზე და მეტ შედეგს მიაღწიონ.

1 აპრილიდან შემდეგი პროექტები გაგრძელდა:

„ორბელიანი-საქართველოს“  თანადაფინანსების (crowdfunding) პლატფორმა – ორბელიანი მეტი, რომელიც ხელს უწყობს სათემო ინიციატივებს COVID-19-ის პრობლემების მოსაგვარებლად.

„გავიგუდეთ“ – რუსთავში ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ სამოქალაქო კამპანია. პროექტის ფარგლებში სამოქალაქო აქტივისტები გარემოსდაცვითი პასუხსიმგებლობის შესახებ კანონების აღსრულებას  დააკვირდებიან და აქტიურად იმუშავებენ მოქალაქეების ინფორმირებასა და მობილიზებაზე.

პლატფორმა „სალამ“ და ვახტანგისის სათემო ცენტრი – ქვემო ქართლში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში (მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში) არსებული პრობლემების მოკვლევა, ადგილობრივი მოქალაქეების გაძლიერება და მათი პრობლემების მოსაგვარებლად ადვოკატირება.

სამოქალაქო აქტივობების ცენტრი – მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები უსახლკარო ადამიანების დახმარება COVID-19-ის შედეგებზე რეაგირების პროცესში. ორგანიზაცია ითანამშრომლებს მაღალმთიანი რეგიონების სათემო ორგანიზაციების ქსელთან, რათა უკეთ გამოავლინოს უსახლკარო ადამიანების პრობლემები და მათ საჭირო დამხარება გაუწიოს მოქალაქეთა მობილიზაციისა და ადვოკატირების გზით.

თბილისი პრაიდი – ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა COVID-19-ის შედეგებზე რეაგირების პროცესში მათი ოჯახების გაძლიერებითა და მხარდაჭერით. პროექტი ხელს შეწუყობს 2020 წელს EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით შექმნილი ლგბტ ადამიანების ოჯახის წევრების ქსელის – „ამაყი ოჯახები“ – გაფართოებასა და გაძლიერებას.

ადამიანის უფლებებისა და სოციალური სამართლიანობის კვლევის ცენტრი  –  ფოთში მოსახლეობის გააქტიურება და ადვოკატირება წყლისა და ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<