EWMI ACCESS-ი ქალთა ისტორიის თვეს აღნიშნავს

EWMI ACCESS-ი ქალთა ისტორიის თვეს აღნიშნავს

მარტი, 2016

ქალთა ისტორიის თვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და კანადა) 1987 წლიდან აღინიშნება. ქალთა ისტორიის თვის მიზანია წარმოაჩინოს ქალების მიღწევები და წვლილი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში,  მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაში, ასევე, წასახალისოს ქალთა პოლიტიკური და სამოქალაქო აქტიურობა და ჩართულობა.

ქალთა ისტორიის თვის აღსანიშნავად, EWMI ACCESS-ი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებთან და პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს რეგიონებში 30-მდე ღონისძიებას გამართავს. ღონისძიებების მიზანია საქართველოში წარსულში გამოჩენილი ქალი საზოგადო მოღვაწეების გახსენება და  საზოგადოებრივ- პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში  მათი წვლილის შესახებ საუბარი.  დისკუსიები ასევე დაეთმობა საქართველოში ქალების წინაშე მდგარ პრობლემებს და ქალთა გაძლიერების კუთხით სხვადასხვა ინიციატივას.

ამ მიზნით,  საქართველოს 10-ვე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება საჯარო ლექციები, ქალების თემაზე დოკუმენტური ფილმების ჩვენებები და შემგომი დებატები. ღონისძიებების კალენდარი იხილეთ აქ: ქალთა ისტორიის თვე – ღონისძიებათა კალენდარი, მარტი 2016 

womens-history-month - image

Related Articles

Write a Comment

<