საჯარო ფორუმი – „შშმ პირების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის რეფორმა: ხელისუფლების დიალოგი თემის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო სექტორთან”

საჯარო ფორუმი – „შშმ პირების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის რეფორმა:  ხელისუფლების დიალოგი თემის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო სექტორთან”

12 ივლისს, EWMI ACCESS-ის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ფორუმი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის რეფორმის საკითხებზე. ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური სერვისების სააგენტოს, საქართველოს პარლამენტის, სახალხო დამცველის ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს, თუ როგორ მიმდინარეობს გაეროს  შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის განხორციელება და რა გამოწვევებია ამ მხივ საქართველოში; დისკუსია ასევე დაეთმო ზრუნვის სამედიცინო მოდელიდან სოციალურ მოდელზე გადსვლის პროცესს, ასევე ქმედუნარიანობის სისტემის და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმას.

ფორუმის პირველ ნაწილში მონაწილეებმა ისაუბრეს ზრუნვის სამედიცინო და სოციალური მოდელეებზე და იმ აუცილებელ პორობებზე, რაც მთავრობამ და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა შექმნან მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური მოდელის დანერგვის და ინტეგრირების მიზნით. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ფსიქოსოციალური დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებზე ზრუნვის სამთავრობო გეგმა წარადგინა. ამ მიმართულებით ბიუჯეტი ბოლო წელს 3 მილიონი ლარით გაიზარდა და შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო სახალხო დამცველის ოფისში. საბჭოს მიზანია დახმარება გაუწიოს ფსიქოსოციალური დახმარების საჭიროების მქონე პირებს და მათ ოჯახის წევრებს შესაბამისი სერვისების მიღებაში.

სოციალური მოდელის დანერგვისთვის მთავრობამ სპეციალური სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, თუმცა ამ გეგმის განხორციელება ნაკლებად ხდება. ადამიანურირ რესურსის სიმწირე არანაკლები პრობლემაა, ვიდრე ფინანსური –  ამჟამად მხოლოდ 32 სერტიფიცირებული ოკუპაციური თერაპევტია საქართველოში. არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, 2016 წლის სამოქმედო გეგმა სრულად ჩავარდა. ამის შესახებ საუბარია სახალხო დამცველის ანგარიშშიც, რონმელიც პარლამენტს მალე გადაეგზავნება. ანგარიშის მიხედვით სახელმწიფომ ვერ შექმნა სამოქმედო გეგმის განხორციელების ეფქტური მექანიზმი.

ფორუმის მეორე ნაწილი ქმედუნარიანობის სისტემის და ფისიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმას დაეთმო. 2014 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ქმედუუნარობა არაკონსტიტუციურად ცნო, რასაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მოჰყვა. ახალი რეფორმის მიხედვით ყველა ადამიანი ქმედუნარიანია და უნდა სარგებლობდეს ადამიანის ძირითადი უფლებებით და თავისუფლებებით. ტერმინი „ქმედუუნარო“ ჩანაცვლდა ტერმინით – „ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი“.  პარლამენტის წერვრმა და  კანონმდებლობის ერთ-ერთმა ავტორმა, თამარ კორძაიამ დეტალურად ილაპარაკა რეფორმის არსზე, მთავარ მიღწევებზე და განხორციელებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.  მისი თქმით, აუცილებელია მთავრობამ და სხვა აქტორებმა აქტიურად მიაწოდონ ინფორმაცია დახმარების საჭიროების მქონე პირებს და მათი ორჯახის წევრებს სისტემის რეფორმის შესახებ; ასევე, უნდა გაძლიერდეს ფასიანი მხარდაჭერის ინსტიტუტი. რეფორმის ამოქმედებამდე 3484 ქმედუუნარო ადამიანი იყო აღრიცხული, მათ დიდ უმრავლესობას არ გაუვლია ხელახალი სკრინინგი. მთავრობას არ აქვს ინფორმაცია ამ ადამიანების ინდივიდუალური საჭიროებების შესახებ; ასევე საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის წამრომადგენლების გაძლიერება, რათა ქმედუნარიანობის სისტემის და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგოს.

სახელმწიფოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ამჟამად მოქმედი შშმ პირების საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭო არ არის ქმედითი და საჭიროა უფრო ეფექტური მექანიზმის დანერგვა. შეხვედრის მონაწილეებმა  ყველაზე ოპტიმალურ ქმედით მოდელზეც იმსჯელეს.

234

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<